ჩვენს ქვეყანაში ორივე გუნდს საკმაო რაოდენობის გულშემატკივარი ჰყავს.
ამიტომ ვიფიქრეთ, საინტერესო იქნება "იუვენტუსის" ქართული ფანკლუბის პრეზიდენტის, ლევან ბეგლარიშვილის აზრი გუშინდელ მატჩთან დაკავშირებით.
უფრო მეტის გაგება ტურინის "იუვენტუსის" ფანკლუბის შესახებ ჩვენს სტატიაში შეგიძლიათ:
▶ [ფანკლუბები] გაიცანით ტურინის "იუვენტუსის" ქართული ფანკლუბი
- როგორ შეაფასებდით "რეალი"-"იუვენტუსის" მატჩს?
- პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ "იუვენტუსის" მხრიდან ასეთ თამაშს არ ველოდი. ის, რომ გუნდი გაიბრძოლებდა, ცალსახა იყო, ეს "იუვენტუსს" სისხლში აქვს,
გუნდი მოედანზე ძალიან მობილიზებული გავიდა. ალეგრიმ ტაქტიკა სწორედ შეარჩია. ერთადერთი, დე შილიოს ძირითადში დაყენება მიმაჩნია შეცდომად, რაც მალევე გამოასწორა.
მთლიანად მატჩი "იუვეს" სცენარით მიმდინარეობდა, სასურველი შედეგიც ფიქსირდებოდა. შეიძლება ალეგრი დავადანაშაულოთ იმაში, რომ შეცვლების გამოყენება შეეძლო, თუმცა გუნდი ძალიან დაღლილი ჩანდა. სავარაუდოდ, ელოდებოდა დამატებით ტაიმებს, რომ შემდეგ გუნდი დასვენებული ფეხბურთელებით გაეძლიერებინა.
რთული იყო იმის წარმოდგენა, რომ მსაჯი ბოლო წამზე პენალტს დადებდა. მთლიანობაში უმაღლესი დონის ფეხბურთი ვიხილეთ. 2 მატჩის კონტექსტში დიდებული დაპირისპირება იყო.
სხვათა შორის, ამ ორი გუნდის მატჩები ყოველთვის სანახაობრივი გამოდის. თავი იჩინა დიბალას არყოფნამ. იყო, რასაკვირველია, შეცდომებიც, თუმცა "იუვე" ასეთ გამოვარდნას არ იმსახურებდა
- პენალტი იყო?
- პენალტი იყო. უფრო სწორად, შეეძლო დადება და დადო. ოღონდ ასეთ დროს, ასეთ გადამწყვეტ მომენტში არ მგონია, რომელიმე სხვა გუნდისთვის ასეთი საჩუქარი გაეკეთებინათ.
ასეთ დროს დებენ 100%-იან პენალტს. ეს კი 99%-იანი იყო. იმის თქმა მსურს, რომ საპირისპირო მხარეს ასეთი თერთმეთმეტრიანი გამორიცხულია დაედო. ვფიქრობ, დროა, ლიგაზე ვიდეორეფერის საკითხი დადგეს.
▶ დღის კითხვა. რეალი-იუვენტუსი. დასანიშნი იყო პენალტი? (+ გამოკითხვა)
- ბუფონი სიტყვებს გამოვიყენებ, მსაჯს გული აქვს თუ ნაგვის ურნა?
- გულის ჯიბე (იღიმის).
- როგორ მიდის ფანკლუბის ამბები?
- ფანკლუბის ამბები ჩვეულ რეჟიმში მიდის. რაოდენობრივად ვიზრდებით, თითქმის ყოველ კვირა დადიან ტურინში თამაშებზე ფანკლუბის წევრები. ახალი სეზონიდან ახალი შემართებით ვიქნებით. ლიგის მოგების იმედიც გვაქვს.
▶ ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი: "რეალი" 90+7-ე წუთზე გატანილი პენალტით გავიდა ნახევარფინალში[VIDEO]