"რომამ" "ლივერპულთან" შეხვედრა კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე იუწყა

AutoSharing Option
"რომამ" თამაშების განრიგში შეცდომა დაუშვა და სოციალურ ქსელებში ერთი ამბავი ატყდა.

"რომამ" ჯერ კიდევ ხუთშაბათს განაახლა თავის საიტზე მატჩების განრიგი და გულშემატკივრებს "ლივერპულთან" შეხვედრაზე ბილეთების დაჯავშნა შესთავაზა. ეს ინფორმაცია ჯალოროსიმ რამოდენიმე წუთში წაშალა, მაგრამ ბრიტანულმა ტაბლოიდმა "სანმა" მთელს მსოფლიოს ამცნო.

წილისყრა პარასკევს ჩატარდა და "რომას" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მეტოქედ სწორედ "ლივერპული" შეხვდა. აღსანიშნავია, რომ საიტმა არამარტო მომავალი მოწინააღმდეგის ვინაობა, არამედ 2 მაისს, განმეორებითი შეხვედრის რომში ჩატარებაც "გაარტყა".

ჰოდა, გულშემატკივრები კვლავ ალაპარაკდნენ უეფას მაქინაციებსა და კენჭისყრისას ბურთულების გათბობაზე...
მკითხველის კომენტარები / 5 /
რეალი რომა მგონია ფინალი და თასი რომას
a naxet
14 აპრილი 2018 20:29
0
რა სირცხვილია ახლა გამოვლენ და იტყვიან ბრძოლით, ჟინით და თავდაბებით მივაღწიეთ შედეგსო! რა ჩაწყობა რის ჩაწყობა! ტფუი!
გენო
14 აპრილი 2018 13:36
4
ანუ ჩააწყვეს და ეს შემთხვევით გაეპარათ? :DDD მაგრები ხართ რა
mate
15 აპრილი 2018 01:05
0
აბსოლიტურად ყველგან და ყველაფერში სიყალბეა დღეს მსოფლიოში, ფულმა და ძალაუფლებამ გარყვნა კაცობრიობა
,,,,,,,
14 აპრილი 2018 11:03
5
მაგ მაიმუნობების გამო არც ვუყურებ ფეხბურთს.
status quo
14 აპრილი 2018 08:32
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული