"დარწმუნებული ვარ, ოლივერს მომავალში შესანიშნავი კარიერა ექნება. თუმცა, ასეთი მატჩების სამსაჯოდ ძალიან ახალგაზრდაა.
ეს ახალგაზრდა კაცი მეტად რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა და მოვალეობას თავი ვერ გაართვა. მასთან მტრობა არ მინდა, მასზე გაბრაზებულიც კი არა ვარ. ყველაფერი იქვე დასრულდა, მაგრამ თავი იმდენად დასჯილად კი არა, არამედ მოტყუებულად ვიგრძენი. საქმე შედეგში კი არა მთელს შეხვედრაშია.
ბოდიში? არავითარ შემთხვევაში. მე მე ვარ, ჯანლუიჯი ბუფონი", - განუცხადა ჯიჯიმ Skysports-ს.