ჩემპიონთა ლიგა. 1/2 ფინალი. I მატჩი: "ლივერპულისგან" 5 გოლი და "რომას" მორიგი განსაცდელი [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში "ლივერპულმა" "რომა" დაამარცხა (5:2).

თუ შეიძლება ასე ითქვას, ამ 1/2 ფინალში ერთმანეთს "დაუპატიჟებელი" გუნდები დაუპირისპირდნენ, რომლებსაც ამ ეტაპზე არავინ არ ელოდა და რომლებმაც გრანდები გამოთიშეს ტურნირს.

პირველი მომენტი კოლაროვს ჰქონდა, რომლის დარტყმული კარიუსმა მოიგერია, შემდეგ კი მასპინძლები დაეუფლნენ ინიციატივას და ნახევარსაათიანი შტურმი მოუწყვეს სტუმრებს. მათ რამოდენიმე შანსი გაუშვეს ხელიდან, თუმცა მერე სალაჰმა გამოიჩინა თავი და ორჯერ დალაშქრა თავისი ყოფილი გუნდის კარი. მან წელს 19 მატჩში 21 გოლი მიითვალა, სულ კი მიმდინარე სეზონში 43 გოლი გაიტანა.
მასზე მეტი "წითლებში" 1983/1984 წლების სეზონში მხოლოდ იან რაშმა გაიტანა (87 გოლი).

მეორე ტაიმში მერსისაიდელებმა მიწოლა კიდევ უფრო გააძლიერეს და მანემ და ფირმინომ (ორჯერ) დაამწუხრეს ალისონი და ანგარიში გამანადგურებელი გახდა. 1995 წლის შემდეგ ტურნირის ნახევარფინალში ერთ გუნდს 5 გოლი არ ჰქონდა გატანილი.

თუმცა, რომაელები არ დანებდნენ და ორი საპასუხო გოლის გატანა მოახერხეს. აკი თქვა "ჯალოროსის" მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ, ვიცით ვიზავის სუსტი წერტილები და მათ გამოყენებას შევეცდებითო.

გამოიყენეს, მაგრამ მოახდენს კი "რომა" "ოლიმპიკოზე" მორიგ სასწაულს ?


ლივერპული. "ენფილდი". 51 236 მაყურებელი
ლივერპული - რომა 5:2
გოლები: 1:0 სალაჰი (36), 2:0 სალაჰი (45), 3:0 მანე (56), 4:0 ფირმინო (62), 5:0 ფირმინო (69), 5:1 ჯეკო (81), 5:2 პეროტი (85, პენ)

ლივერპული: კარიუსი, ალეკსანდერ-არნოლდი, ვან დეიკი, ლოვრენი, რობერტსონი, ჰენდერსონი, მილნერი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (ვაინალდუმი 18), სალაჰი (ინგზი 74), მანე, ფირმინო (კლავანი 90+3)

რომა: ალისონი, ფლორენცი, მანოლასი, ფასიო, ჟუან ჟეზუში (პეროტი 67), კოლაროვი, დე როსი (გონალონი 66), ნაინგოლანი, სტროოტმანი, უნდერი (შიკი, 46), ჯეკო
მკითხველის კომენტარები / 3 /
"ნაღმი ერთ ადგილას ორჯერ არ ვარდება"...ასე რომ ფაფუუ რომა...
დათო
10:31 25-04-2018
1
იან რაშმა 87 კი არა 47 გაიტანა!!! სანამ რამეს დაწერთ გადაამოწმეთ.
Musenbezi
09:39 25-04-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული