"დავიტანჯეთ, მაგრამ კარგ შედეგს მივაღწიეთ. ადვილად ამ ტურნირზე შეხვედრას ვერ მოიგებ. სამწუხაროდ, ისკომ ტრავმა მიიღო, თუმცა ასენსიომ ჩინებულად შეცვალა და გოლი გაიტანა. ისკოს თავიდანვე მხარი სტკიოდა. იმედია, არაფერი სერიოზული არ სჭირს.
ასენსიო დიდებული იყო და ეს არც გამკვირვებია. მას სწრაფად შეტევა და იერიშის გოლით დაგვირგვინება ეხერხება. ვასკესიც არ გარჯილა ურიგოდ, ბოლოს ფლანგზე მოდრიჩს რიბერის შეკავებაში ეხმარებოდა".