ტომას მიულერი: შარშან ყველამ ნახა, რაც მადრიდში მოვახერხეთ

AutoSharing Option
მიუხედავად "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში დამარცხებისა, "ბაიერნის" თავდამსხმელი ტომას მიულერი მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი:

"ვერ ვივარგეთ. ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ და მერე მოწინააღმდეგეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მივეცით. შესვენების შემდეგ კი მეორე გოლი გავუშვით.

შეხვედრა სულ სხვა შედეგით შეიძლებოდა დასრულებულიყო. გასულ სეზონში ყველამ ნახა, რაც მადრიდში მოვახერხეთ, როდესაც ასეთივე წაგების შემდეგ თამაში შემოვატრიალეთ".
მკითხველის კომენტარები / 1 /
ის რასაც მიულერი ამბობს, რა თქმა უნდა კარგი იქნება და უფრო დაძაბულ თამაშს ვნახავთ, მაგრამ რეალი სახლში უფრო შეუტევს და ბაიერნისთვის 1 გოლის გაშვება პრაქტიკულად დამარცხება იქნება. მითუმეტეს ბაიერნს თუ რობენი და ბოატენგი არ ეყოლება, 2 ბურით მოგება ძალიან საეჭვოა
1

სიახლეები პოპულარული