პენალტი არ არის?! ვირთხები! - ვიდალი გაცოფებული იყო და სოცქსელში ილანძღებოდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალსა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩმა მსაჯობაზე კვლავ მისცა გულშემატკივრებს კამათის შესაძლებლობა.

პირველი ტაიმის ბოლო შეხვედრის არბიტრმა ჯუნეით ჩაკირმა "რეალის" კარში პენალტი არ დანიშნა, როცა მარსელოს ხელზე მოხვდა.

▶ mundodeportivo: ჩაკირმა ისევ "რეალის" სასარგებლოდ იმსაჯა
▶ 2 არდანიშნული პენალტი მადრიდის "რეალის" კარში [VIDEO]

აღსანიშნავია, რომ ხელის მოხვედრის ფაქტი თავად ფეხბურთელმაც აღიარა.

▶ მარსელო: ვფიქრობ, პენალტი იყო

"ბაიერნის" ტრავმირებული ფეხბურთელები ჯერომ ბოატენგი და არტურო ვიდალი ამ მომენტს ლამის ერთდროულად გამოეხმაურნენ და სოციალურ ქსელებში დაწერეს:

"არ არის
პენალტი? კარგი რა!", - აღნიშნა ბოატენგმა.

"ისევ! პენალტი! ნაგავი!", - აღშფოთდა ვიდალი.

Sportall.Ge

არტურომ ბოლოსკენ თავი შეიკავა და საფინალო სასტვენის შემდეგ მადრიდელი ფეხბურთელების ზეიმის ფონზე წარწერა დადო:

"ვირთხები"

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ "რეალმა" ზედიზედ მეორედ გამოაგდო "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგიდან. 2017 წელს არბიტრმა ვიქტორ კაშაიმ "რეალს" ორი გოლი ჩაუთვალა თამაშგარე მდგომარეობიდან და ვიდალს წითელი ბარათი უჩვენა.

▶ ჩემპიონთა ლიგა. 1/2 ფინალი. საპასუხო მატჩი: "რეალმა" "ბაიერნს" გაუძლო და ფინალში გავიდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 12 /
რომელ ტოლებს ელაპარაკოს ბარსას გულშემატკივრებმა,სანტიაგო ბერნაბეუზე რომ ანგრევს რეალის კარს ზედიზედ 3 წელია? იქნებ დაგავიწყდათ?
barcelona
12:45 03-05-2018
0
ტოლებს მარდიდელები ელაპარაკეტ, დაგავიწყდატ 0-3?
liverpuli barselonas supermarketi.
16:59 02-05-2018
2

სიახლეები პოპულარული