ეუსებიო დი ფრანჩესკო: შეცდომებისთვის დავისაჯეთ

AutoSharing Option
"ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი 1/2-ფინალური მატჩი "რომას" მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ ასე გაარჩია:


"გაბრაზებული ვარ, რადგან ფინალში გასვლა შეგვეძლო და დრო ტყუილად დავკარგეთ. შესაძლებლობა გვქონდა და უფრო მეტი გოლის გატანა გვმართებდა. მეორე ტაიმში ბიჭებმა თითქმის იდეალურად ითამაშეს და უნდა შევაქო.

ჩემპიონთა ლიგაზე მომავალ წელსაც წარმატებით უნდა ვიასპარეზოთ, იქამდე კი იტალიის ჩემპიონატზე, რაც შეიძლება მაღალი ადგილის დაკავებაა საჭირო. ამის მიღწევა შეგვიძლია, ეჭვიც არ მეპარება.

რა თქმა უნდა, მსაჯს, რომ პენალტი დაენიშნა და ალეკსანდერ-არნოლდი გაეძევებინა, ეს ძალიან წაგვადგებოდა, მაგრამ ჩვენ შეცდომებისთვის დავისაჯეთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული