სიტყვებით ვერ აღვწერ, რას განვიცდი - სვენ ულრაიხმა ბოდიში მოიხადა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მეკარე სვენ ულრაიხმა ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში დაშვებული შეცდომის გამო ბოდიში მოიხადა.

"სიტყვებით ვერ აღვწერ, თუ რას განვიცდი. ჩვენ ყველას ძალიან გვსურდა ფინალში გასვლა და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებდით.

ძალიან უაზრო შეცდომა დავუშვი და ამის ახსნა მიჭირს. ბოდიში ყველას, თანაგუნდელებსა და გულშემატკივრებს", - დაწერა ულრაიხმა სოციალურ ქსელში.

გერმანელ კარის დარაჯს თანაგუნდელები გვერდში დაუდგნენ. "თავი ასწიე, ჩვენ გუნდი ვართ", - დაწერა კომენტარი ხამეს როდრიგესმა.

"თავი ასწიე, ჩვენ ერთად ვიგებთ და ვაგებთ", - ეს კი უკვე ჟერომ ბოატენგის კომენტარია.

▶ იუპ ჰაინკესი:
სვენ ულრაიხს თვალთ დაუბნელდა, ეს ფეხბურთელისთვის საშინელებაა

მკითხველის კომენტარები / 1 /
საშუალება,რომ მქონდეს გავამხნევებდი ამ კაცს. ამ კაცის სახელის მაისურს და აქსესუარებს ვიყიდიდი სიამოვნებით. წარმომიდგენია რა ხდება მის გულში...
ტიმო
15:10 03-05-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული