'სელტიკი" თუ "ყარაბაღი" - ვინ შეიძლება შეხვდეს ლიგის საკვალიფიკაციოზე "ტორპედოს"?

AutoSharing Option
თითქმის ერთი თვეც აღარ დარჩა, რაც ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება, საქართველოს სახელს კი 2018/19 წლების სეზონში ქუთაისის "ტორპედო" დაიცავს.

განახლებული წესების მიხედვით, გუნდების ძირითადი ნაწილი პირველი საკვალიფიკაციო რაუნდიდან დაიწყებს, მათ შორის, ჩვენი ჩემპიონიც და ახალი წესის მიხედვით, პირველივე ეტაპზე მარცხის შემთხვევაში, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს.

კენჭისყრა 19 ივნისს გაიმართება, ხოლო პირველი შეხვედრა - 10-11 ივლისს. ახალი წესების მიხედვით, ქუთაისური კლუბის საქმე უფრო რთულადაა, რადგან კლუბი განუთესავი იქნება, ხოლო მისი მეტოქე შეიძლება წინა სეზონის ჩემპიონთა ლიგის მონაწილეც კი
გახდეს.

განთესილი კლუბების სია დიდი ალბათობით ასეთი იქნება:

1) "ბრონდბიუ" (დანია) 5.190
2) "აპოელი" (კვიპროსი) 4.310
3) "ჰაპოელი" (ისრაელი) 4.350
4) "ლეგია" (პოლონეთი) 4.025
5) "ლუდოგორეცი" (ბულგარეთი) 3.825
6) "ყარაბაღი" (აზერბაიჯანი) 3.825
7) "სელტიკი" (შოტლანდია) 3.725
8) "ბატე" (ბელარუსი) 3.725
9) "ცრცვენა ზვეზდა" (სერბეთი) 3.750
10) "როსენბორგი" (ნორვეგია) 3.485
11) "მალმიო" ("შვედეთი) 3.995
12) "სპარტაკ ტრნავა" (ჩეხეთი) 2.425
13) "მარიბორი" (სლოვენია) 2.900
14) "შერიფი" (მოლდოვა) 2.000
15) "კუკესი" (ალბანეთი) 1.700
16) "ვიდეოტონ" (უნგრეთი) 1.625
17) ვალური (ისლანდია) 1.650

გასარკვევია: მარიბორი/ოლიმპია (სლოვენია), ვიდეოტონი/ფერენცვაროში (უნგრეთი).

მკითხველის კომენტარები / 11 /
სასაცილო იყო ლამის დახოცეს ერთმანეთი გულშემატკივრებმა ბოლო ტურში იმხელა აგრესია და ემოცია იყო. რა მნიშვნელობა აქვს ვინ მოიგებს ამ სამოყვარულო ჩემპიონატს? შედეგი იქნება ერთი (კრახი). სულ არ გვქონდეს ასეთი ფეხბურთი - უკეთესი იქნებოდა.
levani
20 მაისი 2018 16:12
0
Kუკესს ან ვალურს Mოვუგებტ დანარცენებს ვერა
Teopile
20 მაისი 2018 12:03
3
ამ შემადგენლობით ტორპეტო ფინალში გავა///////
rezi
15 მაისი 2018 15:47
1
ამ შემადგენლობით ტორპეტო ფინალში გავა///////
rezi
15 მაისი 2018 15:46
0
რაც არის ეგაა გადავერთოთ გოლის გატანაზე თუ გაიტანეს რამე გავიხაროთ გაშვებულები დავაიგნოროთ, რით ვართ ჩრ. კორეაზე ნაკლებები
Zorbegi
15 მაისი 2018 15:23
0
მეკარის გარდა ყველა რგოლში გვჭირდება გაძლიერება. თორე გადაგვივლიან კატოკივით..
ქუთაისელი
15 მაისი 2018 12:41
0
ესე იგი ნახევარი საქმე გაკეთებული ყოფილა მეკარე ხომ ნახევარი გუნდია :)) კარგი იქნება თუნდაც ერთი ეტაპი მაინც გავიაროთ.
irakli81
15 მაისი 2018 15:38
1
"საქართველოს სახელს კი 2018/19 წლების სეზონში ქუთაისის ტორპედო დაიცავს" - რა მაგრად ღადაობთ საღოლ :D :D
Kartveli
15 მაისი 2018 11:56
3
გაიღვიძე ზაალ ჩაჩავწ ხარ თუ ვიღაც ოხერი.ნუ მოჭრით თავს საქართველოსა და ქუთაისს. ამ ტორპედოს ნებისმიერი მეტოქე მოუგებს ორივე თამაშს 6:0-ს.გააძლიერე გუნდი ჩხეტიანო ან გეყოს კაცობა და ხმამაღლა თქვი რაშია საქმე. რა სპექტაკლს გვიდგამს უკვე 2წელზე მეტია გუნდის პრეზიდენტი. შერცხვენას,სიმართლის თქმა და ღირსეული გადადგომა ჯობია. შენ მაინც იცი,რომ გუნდი უშანსოდაა და განწირულია დიდი სირცხვილისთვის.
mamulo
15 მაისი 2018 11:46
3
პესნია კროლიკოვ.
ა ნამ ვსიო რავნო,
ა ნამ ვსიო რავნო
ა ნამ ვსიო რავნო,
ვოლკ ილი სავა.
ასე ჩვენი საქმე,მაგრამ მაინც ყარაბაღი გვირჩევნია.გზის ფული დაგვეზოგება.
სოსო
15 მაისი 2018 11:37
2
ვავა და ვავა მხოლოდ ეს შეგვიძლია ვთქვათ ისე უარი რო ვთქვათ გამოსვლაზე იმეზე მეტი უბედურება რა გველის რაც გამოსვლის შემთხვევაში.
zuk
15 მაისი 2018 11:04
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული