ჩემპიონთა ლიგა. ფინალი: უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა და ზედიზედ მესამედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში "რეალმა" 3:1 დაამარცხა "ლივერპული" და მიჯრით მესამედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

გუნდების მწვრთნელებს სასტარტო შემადგენლობებში არანაირი სიურპრიზი არ შემოუთავაზებიათ, ზინედინ ზიდანმა ძირითადში კვლავ ბენზემა დააყენა და ბეილი სათადარიგოთა შორის დატოვა. ბლანკოსი პირველი გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორი ფინალი ერთი და იგივე შემადგენლობით დაიწყო. იურგენ კლოპმაც ოპტიმალური თერთმეტეული გაიყვანა მოედანზე.

მატჩი "ლივერპულის" შეტევებით დაიწყო, თუმცა რეალური სახიფათო მომენტი არ შეუქმნია, 26-ე წუთზე კი სერხიო რამოსმა ჭიდაობის ილეთით დაანარცხა მოედანზე სალაჰი, რომელსაც მხარი დაუზიანდა და მიუხედავად იმისა, რომ
სცადა თამაშის გაგრძელება, 30-ე წუთზე მაინც შეცვალეს და თვალცრემლიანმა დატოვა მოედანი.

Sportall.Ge

ეგვიპტელის გამოკლება ორმაგი დანაკლისი იყო: ფსიქოლოგიური და თანაც, სულ რომ არაფერი გაეკეთებინა, ორი მოწინააღმდეგე მისი მეურვეობით იყო დაკავებული. მოკლედ, რამოსმა თავისი საქმე გააკეთა და ამის შემდეგ "სამეფო გუნდი" უპირატესობას დაეუფლა. გოლიც გაიტანა ბენზემამ, თუმცა მსაჯმა რონალდოზე სამართლიანად დააფიქსირა თამაშგარე.

ტრავმა მიიღო კარვახალმაც და ისიც შეცვალეს, მაგრამ ეს "რეალისთვის" ტრაგედია ნამდვილად არ იყო.

მოკლედ, პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მომენტები თითქმის არ შექმნილა და ეს ორივე გუნდის მაღალ კლასზე მიუთითებს, რამეთუ გამართულად თამაშობდნენ და თავისუფალ ზონებს არ სტოვებდნენ.

შესვენების შემდეგ ისკომ ბურთი ხარიხას გაატყა, მერე კი კარიუსმა კურიოზული შეცდომა კი არა ისეთი რამ გააკეთა, რასაც სახელი არ ჰქვია და ბენზემამ ანგარიში გახსნა. ერთი სიტყვით, "წითლები" უმძიმეს სიტუაციაში აღმოჩნდნენ.

და ამ უმძიმეს ვითარებაში, თამაშის ხასიათიდან გამომდინარე, მესისაიდელებმა ანგარიში გათანაბრა - ნაკუთხურალი ბურთი კარისკენ ლოვრენმა გადაგზავნა და სწრაფმა მანემ მიმართულება შეუცვალა - 1:1.

61-ე წუთზე ისკოს დარტყმული კარიუსმა მოიგერია და ზიდანმა ისკოს ნაცვლად შეცვლაზე ბეილი შეუშვა. შეუშვა და უელსელმა მაკრატელათი ულამაზესი გოლი გაიტანა.

ისევ შეუტია "ლივერპულმა" და მანემ ძელს გაარტყა ბურთი. მერე რონალდოს გასატანად გამზადებული ბურთი ნახტომში ფეხიდან რობერტსონმა ააცალა.

ბოლოს კარიუსმა კიდევ ერთი საშინელი შეცდომა დაუშვა, ბეილმა დუბლი შეასრულა და "რეალმა" ზედიზედ მესამედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

მოკლედ, სალაჰის ტრავმამ ფაქტიურად გადაწყვიტა ამ შეხვედრის ბედი. ნათლად წარმოჩნდა, თუ რამდენადაა დამოკიდებული "ლივერპული" ამ ერთ ფეხბურთელზე. ზიდანისგან განსხვავებით, კლოპს ფეხბურთელთა დიდი არჩევანი არ გააჩნია და ბლანკოსის გამარჯვება ლოგიკური გახლდათ.

კიევი. "ოლიმპიისკი". 61 561 მაყურებელი
რეალი - ლივერპული 3:1
გოლები: 1:0 ბენზემა (51), 1:1 მანე (55), 2:1 ბეილი (64), 1:3 ბეილი (83)

რეალი: ნავასი - მარსელო, რამოსი, ვარანი, კარვახალი  (ნაჩო 37)- კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი - ისკო (ბეილი 61)- რონალდო, ბენზემა (ასენსიო 89)

ლივერპული: კარიუსი - რობერტსონი, ვან დეიკი, ლოვრენი, ალექსანდერ-არნოლდი - მილნერი (ჯანი 83), ჰენდერსონი, ვეინალდუმი - მანე, ფირმინო, სალაჰი (ლალანა 30)
მკითხველის კომენტარები / 47 /
"ფინალში "რეალი" უფრო ძლიერი იყო. მაგრამ, ფინლში გასვლის ისტორიას რომ გადავხედოთ, არ იმსახურებდა.
მერაბი
28 მაისი 2018 12:38
0
რამოსი არის საზიზღარი ფეხბურთEლი ნახეთ მაგისი წითელი ბარათები რა უხეშობისთვისააქ მიღებული......რეალი კი ნამდვილად ძლიერი გუნდია
kaxa
28 მაისი 2018 00:13
1
ჟურნალისტი რო დაწერს რამოსმა ჭიდაობის ილეთით ძირს დასცხო სალახი და თავის საქმე გააკეთაო-სირცხვილია სირცხვილი...ყველა გამეორებაზე გამოჩნდა რო სალახის მარჯვენა ხელი მოექცა სერხიოს მარცხენას და ტანს შორის და ტრავმა მარცხენა მხარეს მიიღო სალახმა...შევიდა ძალისმიერ ორთაბრძოლაში და მისდა სამწუხაროდ ცუდად დაეცა...რეალი გასაგებია ყელში აქვს ამოსული ყველა გუნდის გულშემატკივარს მაგრამ ფაქტი ჯიუტია-რეალი მეცობს✌️
BOSS
27 მაისი 2018 18:52
6
ზოგს რომ ეჯერა რომ ბარსა რეალს დაეწევა ტიტულებში:))) დაეწიოს ეხლა!ერთადერთი მილანს ქონდა შანსი რეალს დაწეოდა ორი ტიტულის მოგება არც ისე ადვილია ...რეალი არის სუპერ გუნდი ზიდანი კი მწვრთნელების სამეულშია
3 ჯერ ზედიზედ
27 მაისი 2018 17:02
11
კი.პროფესიონალი პროჩებით დაკომპლექტებული.რამოსი,მარსელო,ზიდანი .ნაყიდი მსაჯებით!მაგის აღიარება მოგიწევთ ისე როგორც იუვეს დაუმტკიცეს ჩაწყობილი სკუდეტოები.მაგის დროს მოვა.
ვატო
27 მაისი 2018 18:25
7
კი.პროფესიონალი პროჩებით დაკომპლექტებული.რამოსი,მარსელო,ზიდანი .ნაყიდი მსაჯებით!მაგის აღიარება მოგიწევთ ისე როგორც იუვეს დაუმტკიცეს ჩაწყობილი სკუდეტოები.მაგის დროს მოვა.
ვატო
27 მაისი 2018 18:25
7
ესპანური პეხბურტი რო დომინირებს ბოლო 12 წელია იმას რატო არავინ ამბობს?

ბარსა და რეალი რო ყველა გუნდზე მაგლა დგას განსაკუტრებიტ ბოლო წლებია რატო არ აგიარებტ?












liverpuli barselonas supermarketi.
27 მაისი 2018 16:19
3
რა საცოდავები ხართ ანტიმადრიდისტებო.მეშინია ბოღმისგან არ გასკდეთ.ბოლო წლებში რეალის მომგები ფინალში არ არსებობს.გგონიათ რომ სალახი რამეს იზამდა?არ დაიჯეროთ.ეს სამეფო,სამეფო,სამეფო გუნდია.
ჰალა მადრიდ
27 მაისი 2018 15:22
14
მოკლედ რა ლოგიკაქვთ მსაჯები რეალისია ლივერპულის მეკარეც რეალისა ბარსამ რო წაგო ეგეც რეალის გამო გაკეტა ტორე ბარსა რომასტან არ წაგებდა სალახიც რამოსმა ხელი მოტეხა სამბოს ილეტიტ და მოკლედ კველაფერი რეალისია უეფაც მალე სახელს სეიცვილს და რეალს დარკმევენ
gio
27 მაისი 2018 14:59
6
ეეეჰ მე როგორც ბაიერნის გულშემატკივარი ვფიქრობ რომ ჰიონესის და რუმენიგეს სიძუნწის გამო დავდექით ამ "რეალ"- ობის წინაშე ... მაგრამ არაუშავს მე მჯერა რომ ბაიერნს როგორც გუნდს შეუძლია ამ "რეალ" -ობის შეცვლა Mia San mia
Valerius
27 მაისი 2018 14:47
2
რეალს არ ვგულშემატკივრობდი, მაგრამ მეკარემ 2 ბურთი თვითონ გაიტანა და მიუხედავად რამოსის მოქმედებისა, ანგარიში სამართლიანია. რეალმა ფინალამდე თავიც შეინახა და კარგადაც მოემზადა. სწორედ მაგის შედეგია ეს გამარჯვებაც
გგგ
27 მაისი 2018 13:34
2
სალახმა ხელი იღლიაში თვითონ შეუყო და გვერდიდან აწვებოდა.რამოსს რა უნდა ექნა ხელი ზევით აეწია და ცხვირით დარჭობილიყო? მოკლედ ბარსას გულდამწვარო ფანებო შეეგუეთ რომ რეალი მისტიკაა და ბარსა ყველას და ყველაფერს რომ ყიდულობს მაინც ყოველთვის რეალის მერე იქნება იმიტომ რომ აქ თამაშობს მფრინავი კრისტიანო,რომელიც განსხვავებით მესისგან ეიბარებთან,დეპორტივოსთან და სხვა არიფეფთან კი არ აგროვებს ბურთებს არამედ პსჟ,იუვე,ბაიერნი ევროპის ყველაზე მაგარ ტოპ კლუბებთან გააქვს ულამაზესი,გადამწყვეტი ბურთები.
3-ჯერ ზედიზედ,ეს ფანტასტიკაა
27 მაისი 2018 13:27
15

სიახლეები პოპულარული