"ლივერპულთან" ნამატჩევს რონალდომ "რეალის" დატოვებაზე მიანიშნა!

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მესამედ მოგების შემდეგ თავდამსხმელმა რონალდომ "რეალის" დატოვებაზე მიანიშნა.

"ჩემს მომავალზე მერე ვისაუბრებთ. სასიამოვნო იყო "რეალში" თამაში. პასუხს უახლოეს დღეებში გამცნობთ. ამ მომენტით თანაგუნდელებთან ერთად ვიღებ სიამოვნებას. მთავარია, ერთად შევქმენით ისტორია. მადლობა გულშემატკივრებს", - განუცხადა კრიშტიანომ "მარკას".

მოგვიანებით Antena 3-მა მას დაკონკრეტება სთხოვა და პორტუგალიელმა ისევ ბუნდოვანი პასუხი გასცა:

"სერიოზულად ვთქვი თუ არა? უბრალოდ, დატკბით ამ მომენტით. ფეხბურთელთა მომავალს ეხლა მნიშვნელობა არა აქვს. ეს საკითხი მეორე პლანზე გადადის. დავისვენებ და პორტუგალიის ნაკრებს შევუერთდები. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში".
მკითხველის კომენტარები / 1 /
არ არის გამორიცხული, რონალდუ ციხეში ჩასვან
zviadi
12:58 27-05-2018
2

სიახლეები პოპულარული