"ჩემს მომავალზე მერე ვისაუბრებთ. სასიამოვნო იყო "რეალში" თამაში. პასუხს უახლოეს დღეებში გამცნობთ. ამ მომენტით თანაგუნდელებთან ერთად ვიღებ სიამოვნებას. მთავარია, ერთად შევქმენით ისტორია. მადლობა გულშემატკივრებს", - განუცხადა კრიშტიანომ "მარკას".
მოგვიანებით Antena 3-მა მას დაკონკრეტება სთხოვა და პორტუგალიელმა ისევ ბუნდოვანი პასუხი გასცა:
"სერიოზულად ვთქვი თუ არა? უბრალოდ, დატკბით ამ მომენტით. ფეხბურთელთა მომავალს ეხლა მნიშვნელობა არა აქვს. ეს საკითხი მეორე პლანზე გადადის. დავისვენებ და პორტუგალიის ნაკრებს შევუერთდები. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში".