იურგენ კლოპი "დუბლის ავტორს", ლორის კარიუსს უთანაგრძნობს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ფინალში "რეალთან" დამარცხება "ლივერპულის" მენეჯერმა იურგენ კლოპმა ასე ახსნა.

"ჩვენი სათამაშო გეგმა მხოლოდ გამარჯვება იყო. არავითარი სხვა ვარიანტი. კარგად დავიწყეთ შეხვედრა, ზუსტად ისე, როგორც დავგეგმეთ.

სერხიო რამოსის და მოჰამედ სალაჰის ეპიზოდი მართლაც მძიმე სანახავი იყო. ეს გუნდისთვის შოკი იყო. ჩვენ პოზიტიური იმპულსი დავკარგეთ, მეტოქემ კი შეიძინა. უკან დავიხიეთ და ტონი კროოსამდე და ლუკა მოდრიჩამდე ვერ მივდიოდით. ბევრი სირბილი მოგვიწია და შესვენებამ მოგვისწრო. გოლები? ჩვენ ერთი გავიტანეთ, მათ კი - სამი.

სალაჰის ტრავმა? ძალიან სერიოზულია, მხარი აქვს დაშავებული. შეეძლო
ეცადა თამაშის გაგრძელება. ჯერ ის არ მინახავს, რენტგენზე საავადმყოფოში წაიყვანეს.

მეკარის ტრავმა? მას ყველაფერი ესმის. ყველას ყველაფერი ესმის. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ასეთ მატჩში, ასეთ სეზონში მოხდა. მე მას თანავუგრძნობ. ძალიან ძნელია ნეგატიურ აზრებს თავი დააღწიო".
მკითხველის კომენტარები / 1 /
4კი! კარიუსის კარიერის კრახი კიევში!
კახელი პაპა
09:39 27-05-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული