მოჰამედ სალაჰი მძიმე ტრავმას გადაურჩა და ალბათ, მუნდიალზე იასპარეზებს

AutoSharing Option
როგორც იუწყებიან, "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში "ლივერპულის" ნახევარმცველის მოჰამედ სალაჰის მიღებული ტრავმა ძალიან სერიოზული არ აღმოჩნდა.

ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურის ცნობით, სალაჰი მსოფლიოს ჩემპიონატამდე მწყობრში ჩადგომას მოასწრებს.

მას რენტგენის სურათი გადაუღეს და დადგინდა, რომ მხრის მყესის დაჭიმულობა აქვს. ეგვიპტის ნაკრების ექიმმა მოჰამედ აბუ ელ-ელამ იმედი გამოთქვა, რომ ფეხბურთელი მუნდიალზე იასპარეზებს.

ეგვიპტის სპორტის მინისტრმა ჰალედ აბდელ აზიზმა განაცხადა, რომ მოჰამედის მკურნალობას 2 კვირა დასჭირდება, შემდეგ კი ნაკრებს იტალიურ შეკრებაზე შეუერთდება.

შეგახსენებთ, ის შეხვედრის 26-ე წუთზე "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა ჭიდაობის
ილეთით წააქცია.
მკითხველის კომენტარები / 11 /
რა ბინძური ილეთი, რის ფული გადაუხადეს და ა.შ. და საერთოდ უფერული თამაში იყოო მაგასაც რეალს აბრალებთ? სალაჰი თუ არ იქნებოდა მოედანზე ვეღარ უნდა ეთამაშა ლივერპულს? და რამოსმა რა გააკეთა ასეთი რასაც ორთაბროლებში არ აკეთებენ? იცოდა რომ წაქცევისას სალაჰს მყესი დაეჭიმებოდა მხარზე და იტირებდა? მხრის მყესის დაჭიმვის გამო არ ატოვებენ ფინალს და მაგის გამაყუჩებელსაც გაუკეთებდნენ დღეს ისეა სპორტში მედიცინა განვითარებული. კლოპის კომენტარი მაინც ნახეთ - შეეძლო გაერგძელებინაო თამაში. ლივერპული არ იყო ფინალის დონე, სიტი რომ გასულიყო სულ სხვა თამაში იქნებოდა - აი ეს არის ფაქტი და გასკდით ახლა გულზე ანტირეალისტები.
19
კიდევ კარგი, თორემ რუსეთი ჯგუფიდან გასვლას შეძლებდა. ახლა შანსი აღარ აქვს!!!!
alexandre
13:24 27-05-2018
1

სიახლეები პოპულარული