გარეთ ბეილი: თუ "რეალში" არ მათამაშებენ, სხვაგან უნდა ვცადო

AutoSharing Option
"რეალის" თავდამსხმელმა გარეთ ბეილმა გუნდის გამოცვლის შესაძლებლობა დაადასტურა.

"მე ვგრძნობ, რომ ყოველ კვირა შემიძლია თამაში. ამ საკითხით ზაფხულში დავკავდები. დრო ბევრი მაქვს, დავისვენებ და მოვიფიქრებ.

რონალდოს შესაძლო წასვლის შესახებ არაფერი არ გამიგია.

"ტოტენჰემში" დაბრუნება? მართლა არ ვიცი. აგენტთან უნდა დავჯდე და მოვიფიქრო, რა გავაკეთო. ვგრძნობ, ყოველ კვირა შემიძლია თამაში და თუ აქ არ მათამაშებენ, სხვაგან უნდა ვცადო".

ბეილმა "ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩისას შეცვლაზე შესვლის შემდეგ 122 წამში მაკრატელათი გაიტანა ბრწყინვალე გოლი, შემდეგ კი კიდევ ერთხელ დალაშქრა მეტოქის კარი. ის
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული