რობერტო ფირმინო: სერხიო რამოსი ჩემპიონია, მაგრამ იდიოტობებს ლაპარაკობს

AutoSharing Option
"ლივერპულის" თავდამსხმელმა რობერტო ფირმინომ პასუხი გასცა "რეალის" მცველის სერხიო რამოსის დაცინვას.

"მერჩივნა ამაზე კომენტარი არ გამეკეთებინა. ყველაფერი წესრიგშია, რამოსი ჩემპიონია. თუმცა, ვფიქრობ, იდიოტობებს ლაპარაკობს. მორჩა, ოკეი".

სერხიომ გუშინ შემდეგი თქვა:"სალაჰმა ხელი ხელში ჩამავლო და მეორე მხარეს წაიქცა. მოჰამედმა მეორე ხელი იტკინა და თქვეს, რომ მე ძიუდოს ილეთი გამოვიყენე. მერე მეკარემ დაიჩივლა, რომ ჩემთან შეჯახებისას ტვინის შერყევა მიიღო. ეხლა ფირმინოს ჯერია, ალბათ იტყვის, რამოსის ოფლის წვეთი დამეცა და გავცივდიო".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული