ამ სიას კიდევ 6 კლუბი ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფების შემდეგ დაემატება.
ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონის მონაწილეები, რომლებმაც ჯგუფური ეტაპის საგზურები პირდაპირ მიიღეს:
- ესპანეთი: "ბარსელონა", მადრიდის "ატლეტიკო", მადრიდის "რეალი", "ვალენსია"
- გერმანია: მიუნხენის "ბაიერნი", "შალკე", "ჰოფენჰაიმი", დორტმუნდის "ბორუსია"
- ინგლისი: "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი", ლონდონის "ტოტენჰემი", "ლივერპული"
- იტალია: ტურინის "იუვენტუსი", "ნაპოლი", "რომა", მილანის "ინტერი"
- საფრანგეთი: პსჟ, "მონაკო", "ლიონი"
- რუსეთი: "ლოკომოტივი", ცსკა
- პორტუგალია: "პორტუ"
- უკრაინა: დინეცკის "შახტარი"
- ბელგია: "ბრიუგე"
- თურქეთი: "გალათასარაი"
- ჩეხეთი: "ვიქტორია"
ჯგუფური ეტაპის წილისყრის
I კალათა: მადრიდის "რეალი", მადრიდის "ატლეტიკო", მიუნხენის "ბაიერნი", "ბარსელონა", მოსკოვის "ლოკომოტივი", "მანჩესტერ სიტი", პსჟ, ტურინის "იუვენტუსი"
ფორმატის ცვლილება
2016 წლის აგვისტოში უეფა-მ ჩემპიონთა ლიგის 2018/19, 2019/20 და 2020/21 წლების სეზონებისთვის ახალი ფორმატი დაამტკიცა. ყველა მაღალი რეიტინგის მქონე 4 ასოციაციიდან 4 საუკეთესო კლუბი პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება.ჩემპიონთა ლიგის ფორმატის ცვლილება
ევროპა ლიგის გამარჯვებული მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურს იღებს. რადგან მადრიდის "ატლეტიკომ" ესპანეთში მეორე ადგილი დაიკავა და ამავე დროს, ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა, ერთი საგზური უეფა-ს რეიტინგში საუკეთესო მე-5 ასოციაციას გადაეცა, ამ შემთხვევაში საფრანგეთს.
რაც შეეხება "რეალს", რადგან "სამეფო კლუბმა" ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ამავე დროს, მე-3 ადგილი დაიკავა. მისი საგზური საუკეთესო მე-11 ასოციაციას გადაეცემა, ანუ ჩეხეთს.
საქართველო
საქართველო უეფა-ს რეიტინგში ამ დროისთვის 5 სეზონის ჯამში 4.5 ქულით 46-ე ადგილზე იმყოფება. ერთადერთი ქართული კლუბი, რომელიც ევროთასებს შემორჩა, ქუთაისის "ტორპედოა". შესაბამისად, მათ კიდევ შეუძლიათ ასოციაციისთვის ქულების მოპოვება.ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის წყვილები ცნობილია
სარეიტინგო ქულები და ფინანსები - "ტორპედოს" ევროთასებზე 2 მლნ ლარზე მეტი ერგო
უეფა და ფინანსები - რამდენს მიიღებენ ქართული კლუბები ევროთასებზე
მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით