ჩემპიონთა ლიგა. პლეი-ოფი. I მატჩები: "აიაქსმა" ჯგუფური ეტაპისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
22 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის დარჩენილი მატჩები გაიმართა.

კიევის "დინამო" ამსტერდამში 1:3 დამარცხდა "აიაქსთან". უკრაინელი გუნდიდან ერთადერთი გოლი პოლონელმა ლეგიონერმა ტომაშ კეძიორამ გაიტანა. "აიაქსს" უფრო დიდი ანგარიშითაც შეეძლო გაემარჯვა, მაგრამ "დინამოს" კარი ორჯერ იხსნა ძელმა. თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, კიევურ გუნდს ძალიან გაუჭირდება ჰოლანდიური ბარიერის გადალახვა.

ათენის აეკ-მა უნგრეთში 2:1 სძლია "ვიდეოტონს" და ჯგუფური ეტაპისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

ზაგრების "დინამომ" გასვლაზე ფრე, 1:1 გაუგორა შვეიცარიის "იანგ ბოიზს" და საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად სახლში ნულოვანი ყაიმიც აწყობს.

ჩემპიონთა ლიგა. პლეი-ოფი. I მატჩები

იანგ
ბოიზი - დინამო (ზ) 1:1

გოლები: 1:0 მბაბუ (2), 1:1 ორშიჩი 40)

ვიდეოტონი - აეკი 1:2
გოლები: 0:1 კნოლარიდისი (34), 0:2 ბაკასეტასი (49), 1:2 ლაზოვიჩი (68)
გაძევება: ხუსტი (23) - ბაკასეტასი (53)

აიაქსი - დინამო (კ) 3:1
გოლები: 1:0 ვან დე ბეკი (2), 1:1 კეძიორა (15), 2:1 ზიეში (35), 3:1 ტადიჩი (43)

altჩემპიონთა ლიგა. პლეი-ოფი. I მატჩები: მხოლოდ პსვ-მ მოიგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული