პაოკ-მა ლისაბონში პირველ შეხვედრაში ფრეს (1:1) მიაღწია "ბენფიკასთან" და სალონიკში დებიუტშივე დაწინაურდა გუნდის საუკეთესო ბომბარდირის პრიიოვიჩის გოლით, მაგრამ შემდეგ "არწივებმა" ინიციატივა ხელთ იგდეს, ოთხი უპასუხო გოლი გაიტანეს, დამსახურებულად გაიმარჯვეს და ჯგუფურ ეტაპზე მეცხრედ გავიდნენ.
ბორისოვოშიც სძლია პსვ-მ ბატეს, თუმცა იქ ბელარუსულმა გუნდმა ბრძოლა გაუმართა, ეინდჰოვენში კი მასპინძელთა უპირატესობა უდავო გახლდათ და შეხვედრა თავსხმა წვიმაში მათი დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.
"ზალცბურგმა" ბელგრადში ნულოვან ფრეს მიაღწია "ცრვენა ზვეზდასთან", სახლში კი დაბურის დუბლით 2:0-ს იგებდა და თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ არმიულმა გუნდმა მოახერხა ანგარიშის გათანაბრება - 2:2 და სტუმრად გატანილი მეტი გოლის წესით გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ეს ავსტრიული კლუბის ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის მეცამეტე უშედეგო ცდა იყო, სერბული გუნდი კი უკანასკნელად ამ ტურნირის ჯგუგურ ეტაპზე 1991 წელს გავიდა.
ჩემპიონთა ლიგა. პლეი-ოფი. განმეორებითი მატჩები
პაოკი - ბენფიკა 1:4 (პირველი მატჩი 1:1)
გოლები: 1:0 პრიიოვიჩი (13), 1:1 ჟარდელი (20), 1:2 სალვიო (26, პენ), 1:3 პიცი (39), 1:4 სალვიო (49, პენ)
გაძევება: მატოსი (პაოკი, 76)
პსვ - ბატე 3:0 (3:2)
გოლები: 1:0 ბერგვინი (14), 2:0 დე იონგი (36), 3:0 ლოზანო (62)
ზალცბურგი - ცრვენა ზვეზდა 2:2 (0:0)
გოლები: 1:0 დაბური (45), 2:0 დაბური (48, პენ), 2:1 ბენ ნაბუჰანე (65), 2:2 დეგენეკი (66)