15:13 30-08-2018
"ცრვენა ზვეზდას" ფანები მოედანზე შეცვივდნენ და ფეხბურთელებს მაისურები გახადეს [VIDEO]
AutoSharing Option
სერბებმა სტუმრად ავსტრიულ "ზალცბურგთან" ანგარიშით 2:2 ითამაშეს და სტუმრად გატანილი ბურთების წყალობით ჯგუფურ ეტაპზე მოხვდნენ. პირველი მატჩი სერბეთში 0:0 დასრულდა.
საფინალო სასტვენის შემდეგ ავსტრიაში მოედანზე "ცრვენა ზვეზდას" გახარებული ფანები შეცვივდნენ. მათ ნებართვის გარეშე გახადეს ფეხბურთელებს მაისურები და სამახსოვროდ დაიტოვეს.
ყველაზე სასაცილო ნემანია რადონიჩთან დაკავშირებით მოხდა. ფეხბურთელი გულშემატკივარს გადაეხვია, მან კი მაისური გახადა. რადონიჩი მოედანზე შორტის ამარა დარჩა.
ფორვარდ ელ-ფარდუ ბენ-ნაბუხანასაც ხდიდნენ მაისურს, თუმცა ლეგიონერი ღიმილით უხსნიდა, რომ მაისურს თავისთვის დაიტოვებს. ვიდეოს ბოლო 20 წამში შესამჩნევია, როგორ კამათობენ ფეხბურთელი და ქომაგი, ვის დარჩება მაისური.
"ცრვენა ზვეზდამ" ასპარეზობა ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და "ზალცბურგის" გარდა, იურმალის "სპარტაკის", ლიეტუვური "შუდუვუს" და ტრნავის "სპარტაკის" ბარიერი გადალახა.
ბელგრადული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე 1990/91 წლების სეზონის შემდეგ პირველად იასპარეზებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
1091 წელს ცრვენამ ლიგა მოიგო და ნუთუ მას შემდეგ ჯგუფში არ ყოფილა?
3
4
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული