ჩემპიონთა ლიგა. პლეი-ოფი. საპასუხო მატჩები: "ბენფიკა", პსვ და "ცრვენა ზვეზდა" ჯგუფურ ეტაპზე გავიდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
29 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგაზე პლეი-ოფის დარჩენილი სამი საპასუხო მატჩი ჩატარდა და ჯგუფური ეტაპის ყველა მონაწილე გაირკვა.

პაოკ-მა ლისაბონში პირველ შეხვედრაში ფრეს (1:1) მიაღწია "ბენფიკასთან" და სალონიკში დებიუტშივე დაწინაურდა გუნდის საუკეთესო ბომბარდირის პრიიოვიჩის გოლით, მაგრამ შემდეგ "არწივებმა" ინიციატივა ხელთ იგდეს, ოთხი უპასუხო გოლი გაიტანეს, დამსახურებულად გაიმარჯვეს და ჯგუფურ ეტაპზე მეცხრედ გავიდნენ.


ბორისოვოშიც სძლია პსვ-მ ბატეს, თუმცა იქ ბელარუსულმა გუნდმა ბრძოლა გაუმართა, ეინდჰოვენში კი მასპინძელთა უპირატესობა უდავო გახლდათ და შეხვედრა თავსხმა წვიმაში მათი დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.
ასე რომ, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფიდან ჰოლანდიის ორი წარმომადგებელი გავიდა - "აიაქსი" და პსვ. უკანასკნელად ამ ქვეყნიდან ჩემპიონთა ლიგაზე ორი გუნდი 2010 წელს გავიდა - "აიაქსი" და "ტვენტე".


"ზალცბურგმა" ბელგრადში ნულოვან ფრეს მიაღწია "ცრვენა ზვეზდასთან", სახლში კი დაბურის დუბლით 2:0-ს იგებდა და თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ არმიულმა გუნდმა მოახერხა ანგარიშის გათანაბრება - 2:2 და სტუმრად გატანილი მეტი გოლის წესით გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ეს ავსტრიული კლუბის ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის მეცამეტე უშედეგო ცდა იყო, სერბული გუნდი კი უკანასკნელად ამ ტურნირის ჯგუგურ ეტაპზე 1991 წელს გავიდა.

ჩემპიონთა ლიგა. პლეი-ოფი. განმეორებითი მატჩები
პაოკი - ბენფიკა 1:4  (პირველი მატჩი 1:1)
გოლები: 1:0 პრიიოვიჩი (13), 1:1 ჟარდელი (20), 1:2 სალვიო (26, პენ), 1:3 პიცი (39), 1:4 სალვიო (49, პენ)
გაძევება: მატოსი (პაოკი, 76)

პსვ - ბატე  3:0 (3:2)
გოლები: 1:0 ბერგვინი (14), 2:0 დე იონგი (36), 3:0 ლოზანო (62)

ზალცბურგი - ცრვენა ზვეზდა  2:2 (0:0)
გოლები: 1:0 დაბური (45), 2:0 დაბური (48, პენ), 2:1 ბენ ნაბუჰანე (65), 2:2 დეგენეკი (66)

altყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ჩემპიონთა ლიგის წილისყრაზე


altჩემპიონთა ლიგა. პლეი-ოფი. საპასუხო მატჩები: "აიაქსი", "იანგ ბოიზი" და აეკი ჯგუფურ ეტაპზე გავიდნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
გამიხარდა სერბების გასვლა!
Vakhtang Lobzhanidze
12:15 30-08-2018
1
საერთო ჯამში, 6 გუნდიდან 4 დამსახურებულად არის გასული, ნუ პრინციპში აეკიც, უბრალოდ წინ ეტაპიდან სელტიკი უფრო იმსახურებდა გასვლას და შემდეგ ჯგუფურზე გასვლასაც, ერთადერთი ცრვენა ზვეზდას გაუმართლა ძალიან, მთელი საკნალიფიკაციო ეტაპი, 2 გოლის მერე მორალურად დაეცა ზალცბურგი და შედეგიც დაგდა ის რაც დაგდა. ვულოცავ გასულ გუნდებს, ვისურვებდი მეტ სანახაობრივ თამაშს ჯგუფურ ეტაპზე.
avicena
11:11 30-08-2018
0

სიახლეები პოპულარული