იურგენ კლოპი: რთულ ჯგუფს ველოდი და რთული ჯგუფი მივიღე

AutoSharing Option
"ლივერპულის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის წილისყრაზე გააკეთა კომენტარი.

"წითლებთან" ერთად ჯგუფში პსჟ, "ნაპოლი" და "ცრვენა ზვეზდა" იასპარეზებენ.

"რთულ ჯგუფს ველოდი და რთული ჯგუფი მივიღე, მაგრამ ამ ტურნირზე ადვილი მეტოქეები არ არიან. პსჟ მსოფლიოში ერთ-ერთი მომხიბვლელი გუნდია. ვფიქრობ, მათი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. ასე რომ, ორი საინტერესო მატჩი გველის.

რაც შეეხება "ნაპოლის", წინასასეზონო შეკრებისას დავამარცხეთ, თუმცა მათთან მომავალი შეხვედრები სულ სხვაგვარი იქნება. როდესაც "დორტმუნდს" ვედექი სათავეში, ამ გუნდს ვეთამაშეთ და ვიცი ნეაპოლში სტადიონზე როგორი ატმოსფეროა.

"ცრვენა ზვეზდას" თამაშს გუშინ ვუყურე.
ჯგუფურ ეტაპზე პლეი-ოფიდან გავიდა და მასთან რთული ბრძოლა გველის".

altწილი ნაყარია - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფები დაკომპლექტდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული