მაურისიო პოჩეტინო: ალდერვეირელდი და ტრიპიერი "ინტერთან" ტექნიკური მიზეზების გამო არ ითამაშებენ

AutoSharing Option
მაურისიო პოჩეტინომ გუნდის ძირითადი შემადგენლობის მცველები ტობი ალდერვეირელდი და კირან ტრიპიერი 18-კაციან განაცხადში "ტექნიკური მიზეზების" გამო არ შეიყვანა.

"ეს ტექნიკური გადაწყვეტილებაა, ტაქტიკურში არ შეგეშალოთ. შეგიძლიათ ლექსიკონში ჩაიხედოთ. ისინი არ დამისჯია. 25 ფეხბურთელს ვერ წაიყვან, მოედანზე 11 მოთამაშე გამოდის, 7 კი სათადარიგოთა სკამზე რჩება. მე სხვა ფეხბურთელები შევარჩიე", - განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა.

გარდა ზემოთ აღნიშნული ფეხბურთელებისა, პოჩეტინოს გუნდს ძირითადი შემადგენლობის ორი წევრიც აკლია, უგო ლორისი და დელე ალი კლუბს ტრავმის გამო ვერ ეხმარებიან.

ლონდონური კლუბი დღეს მილანში "ინტერს" თბილისის დროით 21:00
საათზე უმასპინძლებს.

alt"ტოტენჰემის" ხელმძღვანელობა პოჩეტინოს მუშაობით კმაყოფილია

alt"ტოტენჰემი" პრემიერლიგის ისტორიაში პირველი კლუბი გახდა, რომელმაც ზაფხულში არავინ იყიდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული