"კარგი პირველი ტაიმი ჩავატარეთ და "ლივერპული" ორბურთიან უპირატესობას არ იმსახურებდა. ასეთ სიტუაციაშიც კი არ დავნებდით და თამამად ვთამაშობდით. შესვენების შემდეგ ძალიან ადვილად ვკარგავდით ბურთს. ჩვენ კიდევ გვჯერავს ჩვენი დაცვის ორგანიზებულობისა. ბოლოს გაგვიჭირდა, მაგრამ დამარცხებას არ ვიმსახურებდით.
აგრესიულად შეტევა გვმართებს, მაგრამ ეს ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ში ჩემი მხოლოდ პირველი შეხვედრა იყო. სამი თავდამსხმელით თამაში უნდა გავაუმჯობესოთ, რათა ასეთი დაძაბული მატჩები მოვიგოთ. მჯერა, შემდეგი ტურისთვის ბიჭები მოუმატებენ.
ამის შესაძლებლობა მბაპეს