"შახტარი" ჩემპიონთა ლიგის სტარტს ოპტიმისტური განწყობით შეხვდა და მისი ფეხბურთელები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ საკუთარ მოედანზე "ჰოფენჰაიმს", რომელმაც ბუნდესლიგის პირველ 3 ტურში მხოლოდ 3 ქულა მოიპოვა, დაამარცხებდნენ. დონბასური გუნდის მცველმა დავით ხოჭოლავამ თქვა, მეტოქის თამაში კარგად შევისწავლეთ, სპეციალური ტაქტიკა შევიმუშავეთ და ახლა ეს მოედანზე უნდა გადავიტანოთო.
"შახტარს" ძალიან გაუჭირდა გერმანულ გუნდთან თამაში, ორჯერ იყო მდევრის როლში და ორივეჯერ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა.
ხარკოვი. "მეტალისტი". 28 336 მაყურებელი
შახტარი - ჰოფენჰაიმი 2:2
გოლები: 0:1 გრილიჩი (6), 1:1 ისმაილი (27), 1:2 ნორდვეიტი (38), 2:2 მაიკონი (81)
შახტარი: პიატოვი, ბუტკო, ხოჭოლავა, რაკიცკი, ისმაილი, სტეპანენკო, ალან პარტიკი (მაიკონი 76), მარლოსი, ბოლბატი (კოვალენკო 57), ტაისონი, ჟუნიორ მორაესი
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, კადერჟაბეკი, პოში, ნორდვეიტი, გრილიჩი, ბიტენკორტი (დემირბაი 64), შულცი, ფოგტი, კრამარიჩი (ნელსონი 85), სალაი (ცუბერი 75), ჟოელინტონი
დავით ხოჭოლავა: შედეგი კანონზომიერია
ამსტერდამი. "იოჰან კრუიფი". 53 221 მაყურებელი
აიაქსი - აეკი 3:0
გოლები: 1:0 ტალიაფიკო (46), 2:0 ვან დე ბეეკი (77), 3:0 ტალიაფიკო (90)
აიაქსი: ონანა, ბლინდი, ტალიაფიკო, შონე, ზიეხი, ეიტინგი, მაზრაუი, დე იონგი, ჰუნტელაარი (დე ბეეკი 62), ტადიჩი, ნერესი (დოლბერგი 78)
აეკი: ბარკასი, ჰულტი, ლამბროპულოსი, გოსიჩი, ოიკონომუ, მანდალოსი, ბაკაკისი (იანიოტასი 70), სიმოეში, გალანოპულოსი (ალეფი 61), კლონარიდისი, პონსე (იაკოუმაკისი 81)