22 წლის ნიგერიელი თავდამსხმელი გიფტ ორბანი "ლიონიდან" "ჰოფენჰაიმში" გადავიდა, - იტყობინება გერმანული კლუბის საიტი.
"ჰოფენჰაიმმა" ტრანსფერში 9 მილიონი ევრო გადაიხადა და ორბანს ხანგრძლივვადიანი კონტრაქტი გაუფორმა. "ლიონმა" შეიძლება ბონუსების სახით კიდევ 3 მილიონი (გარანტირებული 1 მილიონი) მიიღოს და შეთანხმების თანახმად შემდგომი გაყიდვიდან 7.5% ეკუთვნის.
ორბანმა, რომელიც გიორგი მიქაუტაძის თანაგუნდელი იყო, მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ის 3 მატჩში 2 გოლი გაიტანა.