ჩემპიონთა ლიგა. II ტურის წინ: გაიხსენებს ანჩელოტი ძველ დროს?

AutoSharing Option
დღეს ლიგის თამაშები A, B, C და D ჯგუფებში გაიმართება. ბევრი კარგი თამაში გველის, თუმცა ლონდონური დაპირისპირების გამოყოფა შეიძლება - "ტოტენჰემი" "უემბლიზე" "ბარსელონას" მასპინძლობს. ასევე საინტერესო უნდა იყოს მატჩი "სან პაოლოზე", სადაც "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის ფინალისტ "ლივერპულს" დაუხვდება.

ნეაპოლში მწვრთნელების საინტერესო დაპირისპირებაა - კარლო ანჩელოტი იურგენ კლოპის წინააღმდეგ. ანჩელოტის "ლივერპული" კარგად უნდა ახსოვდეს, რადგან 11 წლის წინათ, მისმა "მილანმა" სწორედ ეს გუნდი დაამარცხა ფინალში და ჩემპიონთა თასი მოიპოვა.

ახლა ამ დაპირისპირებაში შარშანდელი ფინალისტი "ლივერპული" ფავორიტია. კლოპს ორიჯი და ოქსლეიდ-ჩემბერლენი არ
ეყოლება. საეჭვოა, რომ ნეაპოლში ლალანამ ითამაშოს.

ლონდონში "ტოტენჰემი" დიდი დანაკარგით ხვდება "ბარსას", რომელსაც ასევე აკლია ხალხი. "ბარსელონას" რიგებში ტრავმირებულია სამუელ უმტიტი, მაგრამ ესეც რომ არა, ის მაინც ვერ ითამაშებდა, რადგან დისკვალიფიცირებულიცაა. ვერც მალკომი და სერხი რობერტო ითამაშებენ.

აი, "დეზებს" კი ორიე, იანსენი და დელე ალი არ ეყოლებათ. ძალზე საეჭვოა ერიქსენისა და ვერტონგენის თამაშიც. თითქმის გამორიცხულია, რომ კარს ლორისი დაიცავს.

რუსული "ლოკომოტივის" შემადგენლობაში, დიდი ალბათობით, სასტარტოში ითამაშებს საბა
კვირკველია
.

ფაქტები
  • კარლო ანჩელოტის (ნაპოლი) "მილანმა" 2007 წლის ლიგის ფინალში "ლივერპული" დაამარცხა.
  • 2013/14 წლების სეზონში იურგენ კლოპმა (ლივერპული) "დორტმუნდით" თითო თამაში მოიგო და წააგო "ნაპოლისთან".
  • ჟერარდ პიკე (ბარსელონა) ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 მატჩს ითამაშებს.
  • ლიონელ მესიმ ინგლისური კლუბების კარში 28 მატჩში 20 გოლი გაიტანა.
  • "ბრიუგემ" ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 7 საგარეო მატჩი წააგო.
  • "მონაკომ" 2016/17 წლების სეზონში "დორტმუნდი" ორჯერ დაამარცხა.
  • პსვ-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე უკვე 7 თამაშია, რაც არ მოუგია.
  • ჯერ არცერთ სერბულ კლუბს არ მოუგია საფრანგეთში უეფას ეგიდით გამართული მატჩი.

A ჯგუფი
ატლეტიკო-ბრიუგე 23:00
სავარაუდო შემადგენლობები
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, გოდინი, ხიმენესი, ლ. ერნანდესი - კოკე, როდრი, საულ ნიგესი, ლემარი - დიეგო კოშტა, გრიზმანი
ბრიუგე (4-4-2): ლეტიცა - დენსვილი, მიტროვიჩი, რიტცი, პულენი - გროენველდი, ვანაკენი, ვორმერი, ვლიეტინკი - ფოსენი, ვესლი

დორტმუნდი-მონაკო 23:00
სავარაუდო შემადგენლობები
დორტმუნდი (4-3-3): ბიურკი - ჰაკიმი, აკანჯი, დიალო, შმელცერი - დაჰუდი, ვაიგლი, პულიშიჩი - როისი, სანჩო, ფილიპი
მონაკო (4-3-3): ბენალიო - სიდიბე, გლიკი, რაჯი, ჰენრიხსი - ბენასერი, აოლუ, გოლოვინი - მბულა, ფალკაო, გრანდსირი

B ჯგუფი
ტოტენჰემი-ბარსელონა 23:00
სავარაუდო შემადგენლობები
ტოტენჰემი (4-2-3-1): გაცანიგა - ტრიპიერი, სანჩესი, ალდერვეირელდი, როუზი - დაიერი, ვინკსი - მოურა, ლამელა, სონი - კეინი
ბარსელონა (4-4-2): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, ლონგლე, ალბა - არტ. ვიდალი, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, კოუტინიო - მესი, ლ. სუარესი

პსვ-ინტერი 23:00
სავარაუდო შემადგენლობები
პსვ (4-2-3-1): ზოეტი - ანხელინიო, ვიერხევერი, შვააბი, დუმფრისი - ჰენდრიკსი, როსარიო - ბერგვეინი, პერეირო, ლოსანო - დე იონგი
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დ"ამბოზიო, შკრინიარი, დე ვრეი, ასამოა - ბროზოვიჩი, ვესინო - პოლიტანო, ნაინგოლანი, პერიშიჩი - იკარდი

C ჯგუფი
პსჟ-ცრვენა ზვეზდა 20:55
სავარაუდო შემადგენლობები
პსჟ (4-3-3): არეოლა - მონიე, ტიაგო სილვა, კიმპემბე, მარკინიოსი - ვერატი, რაბიო, დი მარია - ნეიმარი, მბაპე, კავანი
ცრვენა ზვეზდა (4-4-2): ბორიანი - სტოიკოვიჩი, ბაბიჩი, დეგენეკი, გობელიჩი - იოვიჩიჩი, კრსტიჩიჩი, კაფუ, მარინი - ბენ ნაბუენე, ბოაკიე

ნაპოლი-ლივერპული 23:00
სავარაუდო შემადგენლობები
ნაპოლი (4-4-2): ოსპინა - ჰიუსაი, ალბიოლი, კულიბალი, მარიო რუი - კალეხონი, ალანი, ჰამშიკი, ჟიელინსკი - მილიკი, ინსინიე
ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი, ვან დეიკი, გომესი, რობერტსონი - მილნერი, ჰენდერსონი, ვეინალდუმი - ფირმინო, სალაჰი, მანე

D ჯგუფი
ლოკომოტივი-შალკე 20:55
ლოკომოტივი (5-4-1): გილერმე - იგნატიევი, ჰიოვედესი, კვირკველია, ჩორლუკა, იდოვუ - ალექს. მირანჩუკი, კრიხოვიაკი, დენისოვი, ფერნანდეში - ედერი
შალკე (4-5-1): ფაჰრმანი - კალიჯური, ნალდო, ნასტასიჩი, მენდილი - მაკკენი, მასკარელი, ჰარიტი, სერდერი, კონოპლიანკა - ბურგშტალერი

პორტუ-გალათასარაი 23:00
სავარაუდო შემადგენლობები
პორტუ (4-5-1): კასილიასი - მაქსი, ფელიპე, მილიტაო, ალექს ტელიესი - ერერა, დანილო, ოტავიო, ბრაჰიმი, ოლივერი - მარეგა
გალათასარაი (4-3-3): მუსლერა - მარიანო, მაიკონი, სერდარ აზიზი, ნაგატომო - ფერნანდო, დონკი, ბელჰანდა - ფეგული, ონიეკურუ, როდრიგესი

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული