იურგენ კლოპი: კარლო ანჩელოტი ჭკვიანი მელაა

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა "ნაპოლისთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩამდე კომენტარი გააკეთა.

"კარლოს (ანჩელოტი) დიდ პატივს ვცემ და მომწონს, როგორც მწვრთნელი. ის მსოფლიო დონის სპეციალისტია. როგორც გერმანიაში ვამბობთ - ის ჭკვიანი მელაა. ჩვენ ბრწყინვალე გუნდისა და ემოციური გულშემატკივრების წინაშე ვითამაშებთ.

დიდ სხვაობას ვერ ვხედავ ჩვენსა და "ნაპოლის" შორის. ატმოსფერო სტადიონზე ყოველთვის უპირატესობაა", - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ მატჩი დღეს, 23:00 საათზე დაიწყება. პირველი ტურის შემდეგ "ლივერპული" სამი ქულით C ჯგუფს ლიდერობს, ხოლო "ნაპოლი" "ცრვენა ზვეზდასთან" მე-2-მე-3 ადგილებს
იყოფს.

altჩემპიონთა ლიგა. II ტურის წინ: გაიხსენებს ანჩელოტი ძველ დროს?

მკითხველის კომენტარები / 1 /
კარლო ლომია, მელა ტურა და დედოფალა თავი გაბია.
Soloo Conte
17:17 03-10-2018
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული