ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე ლორენცო ინსინიეს მიერ 90-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 სძლია "ლივერპულს" და ნამატჩევს თავდამსხმელმა ჟურნალისტებთან კომენტრი სიამოვნებით გააკეთა.
"შესნიშნავად ვითამაშეთ და გავიმარჯვეთ. ნებისმიერი ხერხით მოგება გვინდოდა და ეს მოვახერხეთ. წარმატებით ტკბობას რ ვაპირებთ, ახლა "სასუოლოსთან" შეხვედრაზე ვფიქრობთ.
ალისონმა მაგრად ითამაშა, მაგრამ მაინც გავუტანე გოლი. ბედნიერი ვარ. კიდევ ბევრ გოლს გავიტან და ტიფოზებს გავახარებ. ანჩელოტის ხელში გუნდი უმატებს. მისტერმა ძალიან შეგვცვალა, ჩვენ მას დიდ პატივს ვცემთ და ყურადღებით ვუსმენთ".