"ნაპოლის" ფორვარდი "ლივერპულთან" მოგებული მატჩის შემდეგ დააყაჩაღეს

AutoSharing Option
"ნაპოლის" ფორვარდი აკადიუშ მილიკი "ლივერპულთან" (1:0) ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ დააყაჩაღეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მილიკი ადგილობრივი დროით დაახლოებით 02:00 საათზე საკუთარი ავტომობილით სახლისკენ მიემართებოდა. მას გზა ორმა პირმა გადაუღობა, რომლებიც მოტოციკლზე ისხდნენ და ჩაფხუტები ეკეთათ.

Football Italia Il Mattino-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ერთ-ერთი მათგანი მანქანას მიუახლოვდა და ფეხბურთელს პისტოლეტი დაუმიზნა. ყაჩაღმა მილიკს Rolex Daytona-ს ფირმის საათი მოსთხოვა, რომელიც 20 ათასი ევრო ღირს.

ფეხბურთელს წინააღმდეგობა არ გაუწევია და ყაჩაღებს ყველაფერი მისცა, რაც მოსთხოვეს. ამის შემდეგ უცნობები მოტოციკლით მიიმალნენ.

პოლიციამ აღნიშნულ საქმეზე
გამოძიება უკვე დაიწყო.

altჩემპიონთა ლიგა. II ტური: "ბარსელონას" ლამაზი გოლები "ტოტენჰემთან" და "ლივერპულის" მარცხი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
ქართველები იქნებოდენ :(
iuri
23:56 04-10-2018
0
გამორა:))
Napolitana
19:11 04-10-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული