პსჟ "ცრვენა ზვეზდასთან" მატჩის ჩაწყობის ბრალდებას უარყოფს და "ეკიპს" სასამართლოში უჩივლებს

AutoSharing Option
პსჟ-მ "ეკიპის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მათი გუნდისა და "ცრვენა ზვეზდას" მატჩი (6:1)  ჩაწყობილი იყო, ოფიციალური განცხადება გააკეთა.

"კლუბი კატეგორიულად უარყოფს პირდაპირ ან ირიბ მონაწილეობას ამ ბრალდების საკითხში.

პსჟ მზადაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან და არ მოითმენს თუნდაც მცირე თავდასხმას კლუბისა და კლუბის თანამშრომელთა რეპუტაციაზე. ამ მიზნით პსჟ მზადაა ნებისმიერ მხარეს, რომელიც ავრცელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს, სასამართლოში უჩივლოს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული