ჩემპიონთა ლიგა. III ტური: პირველ ორ მატჩში ფრე დაფიქსირდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში A ჯგუფში აუტსაიდერების ""ბრიუგესა" და "მონაკოს" მატჩი ფრედ (1:1) დასრულდა, B ჯგუფში კი პსვ და "ტოტენჰემი" დაზავდნენ (2:2).

"მონაკო" სტუმრად "ბრიუგეს" დაუზავდა და ყველა ტურნირზე ბოლო 12 მატჩიდან ვერც ერთი ვერ მოიგო.

"ტოტენჰემს" სამი ტურის შემდეგ 1 ქულა აქვს დიდია ალბათობა, რომ ჯგუფში ჩარჩეს. "დეზები" სტუმრად პსვ-სთან მარცხდებოდნენ, შემდეგ დაწინაურდნენ 2:1, მაგრამ მსაჯმა მათი მეკარე ლორისი გააძევა (ლოზანო საჯარიმოს გარეთ მოცელა), შეხვედრის დასასრულს კაცნაკლულებმა გოლი გაუშვეს და 1 ქულით მოუწიათ დაკმაყოფილება.

ბრიუგე. "იან ბრეიდელსტადიონი". 23 957 მაყურებელი
ბრიუგე - მონაკო 1:1
გოლები: 0:1 სილვა (31), 1:1 ვესლი (39)
ბრიუგე: ლეტიცა, პულენი, მეხელე, დენსვილი, ვლიტინკი (მატა 83), ვორმერი, ნაკამბა, ვანაკენი, ბონავენტურე (დიატა 90), რეზაი (ოპენდა 79), ვესლი

მონაკო: ბადიაშილი, სიდიბე (ჰენრიკსი 64), გლიკი, ჟემერსონი, რაჯი, აიტ-ბენასერი, ტილემანსი, გოლოვინი, სილა, იოვეტიჩი (დიოპი 12, აჰოლუ 73), შადლი

ეინდჰოვენი. "ფილიპსი". 35 000 მაყურებელი
პსვ - ტოტენჰემი 2:2
გოლები: 1:0 ლოზანო (29), 1:1 ლუკას მოურა (39), 1:2 კეინი (54), 2:2 ლიუკ დე იონგი (88)
გაძევება: ლორისი (79)

პსვ: ზუტი, შვააბი, ტასენდე, ვირგევერი, ანხელინო, როსარიო, პერეირო (გაკპო 83), ჰენდრიკსი, ლოზანო, დე იონგი, მალენი

ტოტენჰემი: ლორისი, ტრიპიერი, ალდერვეირელდი, სანჩესი, დევისი, დაიერი, დემბელე (უინკსი 74), მოურა (ლამელა 74), ერიკსენი, სონი (ვორმი 81), კეინი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული