ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში "ნაპოლის" კომპენსირებულ დროში პსჟ-მ გოლი გაუტანა და ფრეს (2:2) მიაღწია. ნამატჩევს კომენტარი ნეაპოლური გუნდის თავდამსხმელმა ლორენცო ინსინიემ გააკეთა, რომელმაც ამ შეხვედრაში ანგარიში გახსნა.
"ამ თამაშის შემდეგ რაღაცნაირად დამწუხრებული დავრჩი. თუმცა, არ უნდა დავნებდეთ და დადებითი მომენტები ვეძიოთ. მთავარი ის კი არაა, რომ ვერ მოვიგეთ, არამედ ის, რომ საკუთარ მოედანზე საპასუხო მატჩში 3 ქულა უნდა ავიღოთ.
ყოველი მატჩისთვის ისე ვემზადებით, როგორც ფინალისთვის. ეს იმაზე მიუთითებს, რომ სწორ გზას ვადგავართ. მწვრთნელის გამოცდილება გვამშვიდებს. თამაშის ბოლოს გაშვებული
გოლი რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა, მაგრამ ჩვენ, როგორც გუნდი ვიზრდებით", - განუცხადა ინსინიემ Football Italia-ს.