1.5 მლრდ ევრომდე! - უეფამ ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის მონაწილეებს თანხები გადაურიცხა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მონაწილეებმა და იმ 10-მა კლუბმა, რომლებიც პლეი-ოფის სტადიიდან გამოვარდნენ, უეფა-სგან 1 412 000 000 ევრო მიიღეს.

2015-18 წლების კომერციულ ციკლში შემოსავლების განაწილების სქემის მიხედვით, სუფთა მოგება ევროთასების ჩატარებიდან ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის მონაწილეებს შორის ცენტრალიზებულად განაწილდა.

50 მლნ ევრო ერთმანეთში კვლავ პლეი-ოფის მონაწილეებმაა გაინაწილეს. 10 გუნდი, რომლებმაც მოიგეს და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდნენ, 2-2 მლნ ევრო მიიღეს. 10-მა გუნდმა, რომელმაც წააგო და ევროპა ლიგის პლეი-ოფში მოხვდა, 3-3 მლნ ევრო მიიღო.

თითოეულმა
კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობისთვის მინიმუმ 12.7 მლნ ევრო მიიღო. გარდა ამისა, ჯგუფურ ეტაპზე მოგებისთვის (1.5 მლნ) და ფრისთვის (0.5 მლნ) ევრო ირიცხებოდა.

ფრისთვის განკუთვნილი ნახევარი მლნ ევრო, რომლიც თავისუფალი რჩებოდა, საერთო კალათში მიდიოდა, საიდანაც შემდეგ ჯგუფური ეტაპის ყველა მონაწილეზე მოგებების რიცხვის მიხედვით ნაწილდებოდა.

გარდა ამისა, კლუბები ყოველი წრის პლეი-ოფში გასვლისთვის იღებდნენ ფულს:

  • 6 მლნ ევრო 1/8-ფინალში გასვლისთვის
  • 6.5 მლნ ევრო 1/4-ფინალში გასვლისთვის
  • 7.5 მლნ ევრო 1/2-ფინალში გასვლისთვის

ფინალში დამარცხებულმა "ლივერპულმა" დამატებით 11 მლნ ევრო მიიღო, ხოლო გამარჯვებულმა "რეალმა" - 15.5 მლნ ევრო.

მარკეტინგული კალათიდან თანხა ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის წილისა და სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე ნაწილდებოდა.

საბოლოოდ ჯგუფური ეტაპის მონაწილეებმა დამატებით 89 მლნ ევრო პროპორციულად გაინაწილეს კლუბების შემოსავლების მიხედვით მთელი სეზონის განმავლობაში.

altსარეიტინგო ქულები და ფინანსები - რამდენი გამოიმუშავეს ქართულმა კლუბებმა ევროთასებზე

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული