7 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მეორე სათამაშო დღეს დარჩენილი 6 მატჩი ჩატარდა.
დავით ხოჭოლავას "შახტარი" ხოჭოლავას გარეშე (ისვ სათადარიგო იყო) "მანჩესტერ სიტისთან" 0:6 გაბითურდა.
"ბაიერნმა" ლევანდოვსკის დუბლით აეკი 2:0 დაამარცხა.
"რეალმა" "პლზენს" 5:0 მოუგო და "მარკას" ცნობით, დროებით მწვრთნელს სანტიაგო სოლარის სეზონის ბოლომდე გაუფორმებენ კონტრაქტს. სოლარის ხელმძღვანელობით ბლანკოსმა "მელილიასა" და "ვალიადოლიდსაც" სძლია. "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა "პლზენის" ფეხბურთელს მილან ჰაველს იდაყვით ცხვირი გაუტეხა და მსაჯმა დაუსჯელი დატოვა.
"ლიონი" სახლში 2:0-ს უგებდა "ჰოფენჰაიმს", 51-ე წუთზე სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ და ამის შემდეგ ფრეს მიაღწიეს.
E ჯგუფი
მიუნხენი. "ალიანს არენა". 70 000 მაყურებელი
ბაიერნი -აეკი 2:0
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (31), 2:0 ლევანდოვსკი (71)
ლისაბონი. "და ლუში". 51 328 მაყურებელი
ბენფიკა - აიაქსი 1:1
გოლები: 1:0 ჯონასი (29), 1:1 ტადიჩი (61)
F ჯგუფი
მანჩესტერი. "ეტიჰადი". 52 286 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - შახტარი 6:0
გოლები: 1:0 დავიდ სილვა (13), 2:0 გაბრიელ ჟეზუსი (24, პენ), 3:0 სტერლინგი (49), 4:0 გაბრიელ ჟესუსი (72, პენ), 5:0 მარეზი (84), 6:0 გაბრიელ ჟეზუსი (90+2)
ლიონი. "გრუაპამა". 53 850 მაყურებელი
ლიონი - ჰოფენჰაიმი 2:2
გოლები: 1:0 ფეკირი (19), 2:0 ალვარო (28), 2:1 კრამარიჩი (65), 2:2 კადერაბეკი (90+2)
გაძევება: ნუჰუ (51, ჰოფენჰაიმი)
G ჯგუფი
პლზენი. "დოოსან არენა". 11 483 მაყურებელი
პლზენი - რეალი 0:5
გოლები: 0:1 ბენზემა (21), 0:2 კაზემირო (23), 0:3 ბენზემა (37), 0:4 ბეილი (40), 0:5 კროოსი (67)
H ჯგუფი
ტურინი. "ალიანს სტადიუმი". 41 470 მაყურებელი
იუვენტუსი - მანჩესტერი 1:2
გოლები: 1:0 რონალდო (65), 1:1 მატა (86), 1:2 მარსიალი (89)