27 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში 2 მატჩი გაიმართა.
"აიაქსი" ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა აეკ-თან და 68-ე წუთზე მასპინძელთა თავდამსხმელის ლავაიას გაძევების შემდეგ ტადიჩმა თერთმეტმეტრიანით ანგარიში გახსნა, 4 წუთში კი მეორედ დაამწუხრა ათენელთა მეკარე ბარკასი - 0:2.
"აიაქსმა" 11 ქულა მოაგროვა და პლეი-ოფის საგზური 2005 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა.
ცსკა "პლზენთან" მე-10 წუთზე ვლაშიჩის მიერ გატანილი პენალტით დაწინაურდა, პირველი ტაიმის დასასრულს კი ჩეხური გუნდის ნახევარმცველ პროხაზკას პენალტი აკინფეევმა აუღო (მან წელს
5 პენალტიდან მხოლოდ 1 გაიტანა). თუმცა, შესვენების შემდეგ პროხაზკამ მაინც აღადგინა ანგარიშში თანაფარდობა, ხოლო 81-ე წუთზე მისმა თანაგუნდელმა მცველმა ჰეიდამ მეორედ დალაშქრა მეტოქის კარი - 1:2.
არმიულმა კლუბმა პლეი-ოფში გასვლის შანსი დაკარგა.
E ჯგუფი
ათენი. "ოლიმპიაკო"
აეკი - აიაქსი 0:2
გოლები: 0:1 ტადიჩი (68), 0:2 ტადიჩი (72)
გაძევება: ლავაია (68, აეკ)
G ჯგუფი
მოსკოვი. "ლუჟნიკები"
ცსკა - პლზენი 1:2
გოლები: 1:0 ვლაშიჩი (10, პენ), 1:1 პროხაზკა (56), 1:2 ჰეიდა (81)
გამოუყენებელი პემალტი: პროხაზკა (44, პლზენი)