ჩემპიონთა ლიგა. V ტური: კვირკველიას ლოკომოტივმა მოიგო და ევროპა ლიგაზე ასპარეზობის გაგრძელების შანსი აქვს [VIDEO]

AutoSharing Option

ოთხშაბათს, 28 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის მეორე სათამაშო დღეს 2 მატჩი ჩატარდა

როგორც მოსალოდნელი იყო, "ატლეტიკომ" უპრობლემოდ სძლია "მონაკოს" 2:0 და პლეი-ოფის საგზური გაინაღდა

. მე-2 წუთზე გოლი საკუთარ კარში 17 წლის მცველმა ბენუა ბადიაშილემ გაიტანა. ამ ტურნირზე ასეთ ახალგაზრდა ფეხბურთელს აქამდე არც გოლი არ გაუტანია და არც ავტოგოლი.

მონეგასკურ გუნდში პირველად ითამაშა საფრანგეთის ნაკრების ცნობილი მცველის ლილიან ტიურამის შვილმა, 17 წლის კეფრენ ტიურამ-ულენმა. ის ნახევარმცველია და 63-ე წუთზე ალეკსანდრ გოლოვინი შეცვალა.

"ლოკომოტივმა" ზედიზედ 4 წაგების შემდეგ მოსკოვში "გალათასარაის"
მოუგო და ევროპა ლიგაზე ასპარეზობის გაგრძელების შანსი შეინარჩუნა. საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა.

"ლოკოს" ჩემპიონთა ლიგაზე ბოლოს მატჩი მოგებული 14 წლის წინ ჰქონდა.

A ჯგუფი
მადრიდი. "ვანდა მეტროპოლიტანო. 56 314 მაყურებელი
ატლეტიკო - მონაკო 2:0
გოლები: 1:0 ბადიაშილე (2, საკ. კარში), 2:0 გრიზმანი (24)
გაძევება: სავიჩი (82, ატლეტიკო)
გამოუყენებელი პენალტი: ფალკაო (83)


D ჯგუფი
მოსკოვი. "RZD არენა". 14 037 მაყურებელი
ლოკომოტივი - გალათასარაი 2:0
გოლები: 1:0 კრიხოვიაკი (43), 2:0 იგნატიევი (54)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული