4 საგზური, 7 კლუბი - რას უნდა ველოდოთ ჩემპიონთა ლიგის VI ტურში?

AutoSharing Option
11 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მე-6 ტურის მატჩები გაიმართება.

ბოლო ტურმა მერვედფინალის 4 დარჩენილი საგზური უნდა გაათამაშოს. 4 საგზურისთვის 7 კლუბი იბრძვის.

რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება?
1. როცა პირველ ტურში "ლივერპულმა" პსჟ დაამარცხა, ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ გასული სეზონის ფინალისტი უპრობლემოდ გავიდოდა პლეი-ოფში. თანაც იმ საღამოს "ნაპოლიმ" ბელგრადში ქულები დაკარგა. თუმცა პარიზელებთან გამარჯვების შემდეგ "ლივერპულმა" ჯგუფში 3 მატჩი წააგო და მხოლოდ "ცრვენა ზვეზდას" მოუგო. მერსისაიდელები იტალიელებს 3-ით, ხოლო ფრანგებს 2 ქულით ჩამორჩებიან.

კარლო ანჩელოტი ბოლო მწვრთნელია, რომლის წინააღმდეგ "ლივერპულს"
გადამწყვეტ მატჩში მოუწევს თამაში. აღსანიშნავია, რომ ანჩელოტის "ჩელსიმ" 2009/10 წლების სეზონში "წითლებს" შინ და გარეთ მშრალი ანგარიშით მოუგო.

2. თუ მნიშვნელოვანი მატჩები მოგწონთ, რომლებშიც ყველაფერი წყდება, მაშინ "შახტარი"-"ლიონს" უყურეთ. დავით ხოჭოლავას გუნდს მხოლოდ მოგება სჭირდება, რამაც შესაძლოა შემტევი "ლიონის" წისქვილზე წყალი დაასხას. ბოლო ხუთ შეხვედრაში ფრანგებს მატჩში მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდათ. თუ ისინი ამ სერიას გააგრძელებენ, მაშინ "ლიონი" გახდება მე-5 გუნდი, რომელსაც ჯგუფური ეტაპის 6-ვე შეხვედრაში მინიმუმ ერთი გოლი აქვს გატანილი. ეს მიღწევა ლონდონის "ტოტენჰემს", მიუნხენის "ბაიერნს", "ბარსელონას" და "რეალს" (ორჯერ) აქვთ. ყველა შემთხვევაში ისინი პლეი-ოფში გადიოდნენ.

3. "ბარსელონა" ლონდონის "ტოტენჰემს" "კამპ ნოუზე" მასპინძლობს. სტუმრებს მინიმუმ იმდენი ქულის აღება მართებთ, რასაც მილანის "ინტერი" პარალელურ მატჩში პსვ-სთან აიღებს.

"ბარსასთან" მოგება "დეზების" თავკაცისთვის, მაურისიო პოჩეტინოსთვის ორმაგად სასიამოვნო იქნება. დიდი ხნის განმავლობაში პოჩეტინო "ესპანიოლის" ფეხბურთელი იყო, "ესპანიოლი" კი "ბლაუგრანას" პრიინციპული მეტოქეა კატალონიიდან.

პირველი გამარჯვება სამწვრთნელო კარიერაში მან სწორედ "ბარსელონასთან" მოიპოვა. 2009 წლის 21 თებერვალს "ესპანიოლმა" "კამპ ნოუზე" "ბარსელონა" სენსაციურად, ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

"სულ ქვემოთ ვიყავით, ხოლო "ბარსელონა" ზემოთ, -  იხსენებს პოჩეტინო. - ყველა ამბობდა, რომ "ესპანიოლი" მკვდარია და შანსები არ აქვს. ეს განსაკუთრებული მოგებაა და მთელი ცხოვრება გვემახსოვრება".

განმეორდება თუ არა იგივე სასწაული? ამას მალე გავიგებთ.

რა არის ახალი მიმდინარე სეზონში?
ეს ჩემპიონთა ლიგის პირველი გათამაშებაა, სადაც სათამაშო დღის მინიმუმ ორი მატჩი 21:00 საათზე იწყება. გარდა ამისა, უეფამ ჩემპიონთა ლიგის ბრენდი კონცეფციის მიხედვით - "ხაზი გავუსვათ მომენტებს, რომლებიც საუკეთესოებისთვის სცენას ქმნის", გააცოცხლა. გარდა ამისა, მერვედფინალში უკვე ვიდეოგამეორების სისტემას გამოიყენებენ.

რა არ შეიცვალა?
ჯგუფურ ეტაპზე კვლავ 32 კლუბი მონაწილეობს. ორი უძლიერესი ჯგუფიდან გადის, პლეი-ოფში ხვდება და ფინალში გასასვლელად იბრძვის. ფინალი კი მადრიდის "მეტროპოლიტანოზე" პირველ ივნისს გაიმართება.

სამშაბათი, 11 დეკემბერი
A ჯგუფი
ბრიუგე-ატლეტიკო 00:00
მონაკო-დორტმუნდი 00:00

B ჯგუფი

ბარსელონა-ტოტენჰემი 00:00
ინტერი-პსვ 00:00

C ჯგუფი
ლივერპული-ნაპოლი 00:00
ცრვენა ზვეზდა-პსჟ 00:00

D ჯგუფი
გალათასარაი-პორტო 21:55
შალკე-ლოკომოტივი 21:55

ოთხშაბათი, 12 დეკემბერი
E ჯგუფი
აიაქსი-ბაიერნი 00:00
ბენფიკა-აეკ 00:00

F ჯგუფი
შახტარი-ლიონი 00:00
მანჩესტერ სიტი-ჰოფენჰაიმი 00:00

G ჯგუფი
რეალი-ცსკა 21:55
პლზენი-რომა 21:55

H ჯგუფი
იანგ ბოიზი-იუვენტუსი 00:00
ვალენსია-მანჩესტერ იუნაიტედი 00:00

altჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში VAR-ს გამოიყენებენ

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული