"ტოტენჰემის" მეკარემ უგო ლორისმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "ბარსელონასთან" მომავალ მატჩზე ისაუბრა.
""ბარსელონა" ყოველთვის ძლიერი გუნდი იქნება, ისევე როგორც "ტოტენჰემი". ჩვენ გვჯერა ჩვენი შესაძლებლობების. მესის შესრულებული საჯარიმოს აღება შეუძლებელია. ასეთი დარტყმით მას მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია.
ისტორიაში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაში მუდამ ძნელია. ერთადერთი ჩვენი გუნდური მოქმედება შეგვიძლია დავუპირისპიროთ. მე ჩემი გუნდის იმედი მაქვს", - ციტირებს ლორისს "მუნდო დეპორტივო".
ამ გუნდების შეხვედრა დღეს, 11 დეკემბერს "კამპ ნოუზე" გაიმართება.