ჩემპიონთა ლიგა. ბოლო ტურის წინ: "ენფილდ როუდზე" ბევრი რამ წყდება

AutoSharing Option
სამშაბათ-ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდება. დღეს, 11 დეკემბერს A-D ჯგუფებში გაიმართება მე-6 ტურის მატჩები. ლიგის პლეი- ოფის 8 საგზურიდან 5-ის მფლობელის ვინაობა ცნობილია.

რა დარჩა გასარკვევი
A ჯგუფი: აქ ყველაფერი გაირკვა და თამაშები თითქმის ფორმალობაა - პლეი-ოფში "ატლეტიკო" და "დორტმუნდი" გავიდნენ, ევროპალიგაზე ბრძოლას "ბრიუგე" აგრძელებს, ტიერი ანრის "მონაკო" კი დღეს ევროთასებს დაემშვიდობება და ამის მერე იმაზე უნდა იფიქროს, რომ ლიგა 1-საც არ დაემშვიდობოს, სადაც ბოლოსწინა ადგილზეა. ერთადერთი, რაც გასარკვევია და რის გამოც ბრძოლა ღირს, პირველი ადგილია. "ატლეტიკო" ტურნირს პირველ ადგილზე
დაასრულებს, თუ მოიგებს ან მეორე მატჩში "დორტმუნდი" ვერ შეძლებს გამარჯვებას. ერთნაირი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა გერმანულ კლუბს ენიჭება.

ბრიუგე-ატლეტიკო 23:59
სავარაუდო შემადგენლობები
ბრიუგე (3-5-2): ჰორვატი - დენსვილი, მიშელი, პულენი - ამრაბატი, ნაკამბა, ვორმერი, რიტსი, ვანაკენი - ვესლი, შრივერსი
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - არიასი, გოდინი, ხიმენესი, ფილიპე ლუიში - კოკე, საულ ნიგესი, როდრი, ლემარი - გრიზმანი, კალინიჩი

მონაკო-დორტმუნდი 23:59
სავარაუდო შემადგენლობები
მონაკო (4-5-1): ბენალიო - რაჯი, ბადიაშილი, გლიკი, ჰენრიხსი - გოლოვინი, აიტ-ბენასერი, დიოპი, ტილემანსი, შადლი - ფალკაო
დორტმუნდი (4-5-1): ბიურკი - ჰაკიმი, აკანჯი, დიალო, შმელცერი - ვაიგლი, დაუდი, პულიშიჩი, გიოტცე, გერეირო - ფილიპი

B ჯგუფი: "ბარსა" გასულია, როგორც ჯგუფის გამარჯვებული და ვალვერდეს თავისუფლად შეუძლია "ლა მასიას" დაფრთიანებული ბიჭები ათამაშოს. "ტოტენჰემი" პლეი-ოფში გადის, თუ "კამპ ნოუზე" მოიგებს ან "ინტერი" ბოლო ტურში მასზე უკეთ ვერ ითამაშებს. "ინტერმა" აუცილებლად უფრო მეტი ქულა უნდა დააგროვოს ბოლო ტურში, ვიდრე "ტოტენჰემმა". პსვ-ც უმოტივაციოა, ოღონდ, "ბარსასგან" განსხვავებით, იმიტომ, რომ უკვე ვეღარაფერს მიაღწევს.

ბარსელონა-ტოტენჰემი 23:59
სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-4-2): ტერ შტგენი - სემედუ, პიკე, ვერმალენი, ალბა - დ. სუარესი, არტური, ბუსკეტსი, კოუტინიო - ელ ჰადადი, მესი
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოკერი, ვერტონგენი, ალდერვეირელდი, როუზი - სისოკო, დაიერი - ერიკსენი, ალი, სონი - კეინი

ინტერი-პსვ ეინდჰოვენი 23:59
სავარაუდო შემადგენლობები
ინტერი (3-4-3): ჰანდანოვიჩი - ვრსალკო, დე ვრეი, შკრინიარი - დ"ამბროზიო, ასამოა, ბროზოვიჩი, ბორხა ვალერო - პოლიტანო, იკარდი, პერიშიჩი
პსვ (4-3-3):ზოეტი - დუმფრისი, ვიერხევერი, შვააბი, ანხელინიო - ჰენდრიკსი, პერეირო, როსარიო - ბერხვეინი, დე იონგი, ლოსანო

C ჯგუფი: ეს არის 8-დან ერთადერთი ჯგუფი, სადაც აბსოლუტურად არაფერი არ გადაწყვეტილა! მხოლოდ "ცრვენა ზვეზდას" აღარ შეუძლია მე-3 ადგილზე მეტის დაკავება. "ნაპოლის" "ენფილდზე" ფრეც ჰყოფნის, მაგრამ როგორი მისაღწევია! იტალიელები წაგების შემთხვევაშიც გავლენ, თუკი პსჟ-ც წააგებს, რასაც ანჩელოტის გუნდი ნაკლებად უნდა ელოდოს. პსჟ მხოლოდ საკუთარ თავზეა დამოკიდებული, უნდა მოიგოს ბელგრადში და გასულია. თუ ვერ მოიგებს, მაშინ ტუხელის გუნდს "ლივერპულის" ვერმოგება შველის. "ლივერპულმა" მხოლოდ მოგების შემთხვევაში შეიძლება მოიპოვოს საგზური, მაგრამ პსჟ-ის მოგების შემთხვევაში, კლოპის გუნდს მეტოქის 1:0 ან ორი და მეტი გოლის სხვაობით დამარცხება აწყობს. თუკი სამივე გუნდი 9 ქულას დააგროვებს, მაშინ "ლივერპული" ამ სამში უკეთესი მაჩვენებლით პირველ ადგილზე გადის. ვინ იქნება მეორე, "ენფილდის" მატჩის შედეგზე იქნება დამოკიდებული.

ლივერპული-ნაპოლი 23:59
სავარაუდო შემადგენლობები
ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი - ვეინალდუმი, ჰენდერსონი, კეიტა - სალაჰი, ფირმინო, მანე
ნაპოლი (4-4-2): ოსპინა - მაკსიმოვიჩი, ალბიოლი, კულიბალი, მარიო რუი - კალეხონი, ალანი, ჰამშიკი, რუისი - ინსინიე, მერტენსი

ცრვენა ზვეზდა-პსჟ 23:59
სავარაუდო შემადგენლობები
ცრვენა ზვეზდა (4-5-1): ბორიანი - სტოიკოვიჩი, როდიჩი, ბაბიჩი, დეგენეკი - იოვანჩიჩი, იოვიჩიჩი, სრნიჩი, მარინი, ბენი - ბოაკიე
პსჟ (3-4-3): ბუფონი - ტიაგო სილვა, მარკინიოსი, კიმპემბე - ბერნატი, დრაქსლერი, ვერატი, დი მარია - მბაპე, კავანი, ნეიმარი

D ჯგუფი: "პორტუ" გასულია პირველი ადგილით, "შალკე" კი - მეორე ადგილით. მათ მეტოქეებს კი ევროპალიგის საგზურისთვის მოუწევთ დაუსწრებელი ბრძოლა. იმისთვის, რომ საბა კვირკველიამ და კომპანიამ ევროთასებზე (ახლა უკვე ევროპალიგაზე) ბრძოლა გააგრძელონ, ამისთვის საჭიროა - რუსეთის ჩემპიონმა სტუმრად "შალკე" დაამარცხოს, ხოლო "გალათასარაიმ" თავისი თამაში ვერ მოიგოს.

გალათასარაი-პორტუ 21:55
სავარაუდო შემადგენლობები
გალათასარაი (4-3-3): მუსლერა - ლინესი, მაიკონი, ოზან კაბაკი, ნაგატომო - დონკი, ფერნანდო, ნდიაიე - ონიეკურუ, ერენი, როდრიგესი
პორტუ (4-3-3): კასილიასი - მაქსი, ფელიპე, დიოგო ლეიტე, ალექს ტელიესი - ერერა, დანილო, ოლივერ ტორესი - ბრაიმი, ადრიან ლოპესი, მარეგა

შალკე-ლოკომოტივი 21:55
სავარაუდო შემადგენლობები
შალკე (3-6-1): ფიოჰრმანი - სტამბული, ნალდო, მენდილი - მკკენი, რუდი, კალიჯური, შიოპფი, ჰარითი, ტოშერტი - კონოპლიანკა
ლოკომოტივი (4-5-1): გილერმე - იგნატიევი, კვირკველია, ჰიოვედესი, რიბუსი - დენისოვი, კრიხოვიაკი, ფერნანდეში, ანტ. მირანჩუკი, ალ. მირანჩუკი - ფარფანი

alt4 საგზური, 7 კლუბი - რას უნდა ველოდოთ ჩემპიონთა ლიგის VI ტურში?

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული