ჩემპიონთა ლიგა. ბოლო ტური: "შალკემ" კვირკველიას "ლოკომოტივს" ევროპა ლიგის გზა გადაუკეტა

AutoSharing Option
11 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, D ჯგუფში საბა კვირკველიას მოსკოვის "ლოკომოტივი" სტუმრად "შალკესთან" 0:1 დამარცხდა, უკანასკნელი ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონამდე ევროტურნირებს დაემშვიდობა.

იმისათვის, რათა ჯგუფში მესამე ადგილი დაეკავებინა და ევროპა ლიგაზე გაეგრძელებინა ასპარეზობა, "ლოკოს" უნდა მოეგო, "გალათასარაის" კი "პორტუსთან" უნდა წაეგო. მიუხედავად იმისა, რომ "ხუმარებისთვის" ამ მატჩს არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა, ბოლომდე იბრძოლა და გაიმარჯვა. გოლი მასპინძლებმა კომპენსირებულ დროში გაიტანეს - კვირკველიამ და ჰიოვედესმა საჰაერო დუელი წააგეს და სერდარის დარტყმული ბურთი მეკარე გილერმემ მოიგერია, მაგრამ
დამატებაზე შოპფმა ყველას დაასწრო.

"გალათასარაი" კი სახლში "პორტუსთან" 2:3 დამარცხდა.
"პორტუ" და "შალკე" პლეი-ოფში გავიდნენ, "გალათასარაი" კი ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებს.

გელზენკირხენი. "ველტინს არენა". 40 000 მაყურებელი
შალკე - ლოკომოტივი 1:0
გოლი: შოპფი (90+1)


სტამბული. "ტელეკომი". 33 972 მაყურებელი
გალათასარაი - პორტუ 2:3
გოლები: 0:1 ფელიპე (17), 0:2 მარეგა (42, პენ), 1:2 ფეგული (45, პენ), 1:3 ოლივეირა (57), 2:3 დერდიოკი (65)
გამოუყნებელი პენალტი: ფეგული (67, გალათასარაი)


მკითხველის კომენტარები / 1 /
სანამ გვიანი არ არის და შესაძლებელია უნდა წავიდეს მაგ გუნდიდან კვირკველიაა!! ესეთო საცოდავი ფეხბურთი რასაც ლოკომიტივი თამაშობს არ მინახავს კაი ხანია ერთი ეს და მეორე მონაკოო ძაან დაბალი დონეზეაა შალკეს ზამენებმა მოუგეს სამარცხვინო გუნდია.
გიორგი
12 დეკემბერი 2018 01:02
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული