იურგენ კლოპი: რომ მცოდნოდა, ალისონი ასეთი კარგი იყო, მასში ორმაგს გადავიხდიდი

AutoSharing Option
"ნაპოლისთან" მოგებული (1:0) მატჩის შემდეგ "ლივერპულის" დამრიგებელი იურგენ კლოპი მისი გუნდის მეკარის, ალისონ ბეკერის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებდა.

ბრაზილიელმა კიპერმა მატჩის ბოლო წუთებზე არკადიუშ მილიკს ახლო მანძილიდან დარტყმული აუღო, რითაც საკუთარ გუნდს სამი ქულა და ჯგუფში მეორე ადგილი გადაურჩინა.

"რომ მცოდნოდა, რომ ალისონი ასეთი კარგი იყო, მასში ორჯერ მეტ თანხას გადავიხდიდი. მხოლოდ ამ ერთ სეივზე არ ვსაუბრობ. დღეს საღამოს მას ბევრი საქმე ჰქონდა. მისი სიმშვიდე და ბურთთან მოპყრობის ნიჭი დაგვეხმარა, რომ მატჩი ჩვენ წაგვეყვანა. როდესაც ის კარიდან გამოდის -
შეუდარებელია. და, რა თქმა უნდა, ბოლოს შესრულებული სეივი გამაოგნებელი იყო, ასეთი არაფერი მინახავს. ჩემი გუნდით ძალიან ამაყი ვარ და მინდა, მათ მადლობა გადავუხადო" - განაცხადა იურგენ კლოპმა.

"ლივერპულმა" "ნაპოლის" დამარცხებით ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ითამაშებს.



altალისონის დაუჯერებელი "სეივი", რომელმაც "ლივერპული" პლეი-ოფში გაიყვანა [VIDEO]

altჩემპიონთა ლიგა. ბოლო ტური: "ლივერპულმა" "ნაპოლის" სძლია და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

altკლოპი: უეფაში ეგონათ, ტურნირს "ლივერპულის" გარეშე გააგრძელებდნენ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული