"ნაპოლიმ" "ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში სასურველ შედეგს ვერ მიაღწია და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
გამომდინარე აქედან, "ნაპოლიმ" ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ასპარეზობას ევროპის ლიგაზე გააგრძელებს.
კარლო ანჩელოტიმ პირველად 2000/01 წლების სეზონის შემდეგ ვერ გაიყვანა გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში. მაშინ "იუვენტუსი" კვარტეტის ყველაზე ცუდი გუნდი აღმოჩნდა. "ბებერი ქალბატონის" მეტოქეები "დეპორტივო", "პანათინაიკოსი" და "ჰამბურგი" იყვნენ.
ჩემპიონთა ლიგა. ბოლო ტური: "ლივერპულმა" "ნაპოლის" სძლია და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]