"ლივერპულის" ფანებმა "ნაპოლის" ერთ ქომაგს ისე სცემეს, რომ შესაძლოა ოპერაცია დასჭირდეს

AutoSharing Option
"ნაპოლის" ფანს "ლივერპულთან" (0:1) ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ თავს დაესხნენ.

24 წლის მატიამ 24 ნოემბერს უნივერსიტეტი დაასრულა, ხოლო საჩუქრის სახით მშობლებმა მას ინგლისში 4-დღიანი საგზური აჩუქეს, რა დროშიც ის მატჩს დაესწრო.

ფანი ამტკიცებს, რომ "ენფილდიდან" გამოსვლის შემდეგ მას "ლივერპულის" 7-მა ქომაგმა წრე შემოარტყა და სცემა.

მატია ინგლისურად ლაპარაკობს და ამიტომ დასახმარებლად ყვიროდა, თუმცა ჩხუბში არავინ ჩარეულა. შემდეგ დასახმარებლად მისი მეგობარი მოვიდა, ავტომობილი გააჩერა და მატია საავადმყოფოში წაიყვანა.

24 წლის ფანს მოტეხილობა დაუდგინეს და თვალის დაზიანება, რის გამოც შესაძლოა მომავალში ოპერაცია
დასჭირდეს.

"აბსურდული საფეხბურთო მატჩის გამო სიცოცხლით გარისკო", - თქვა მატიას მამამ Corriere del Mezzogiorno-სთან საუბარში.

altჩემპიონთა ლიგა. ბოლო ტური: "ლივერპულმა" "ნაპოლის" სძლია და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული