ევროპულ ფეხბურთში შესაძლოა ცვლილებები მოხდეს. ეს ეხება კალენდარს. კერძოდ, ჩემპიონთა ლიგის მატჩების უქმეებზე ჩატარებას გეგმავენ, ხოლო ეროვნული პირველობებისას - შუა კვირაში.
ეს იმისათვის გაკეთდება, რათა უფრო მეტად მოიცვან აზიისა და ამერიკის საფეხბურთო აუდიტორია.
დეკემბერში ჩემპიონთა ლიგის ფორმატის გარდაქმნის ინიციატივით გამოვიდა "იუვენტუსის" პრეზიდენტი ანდრეა ანიელი. მას სურს შეიქმნას 4 8-გუნდიანი ჯგუფი, ამით თამაშების რაოდენობა გაიზრდება და შესაბამისად გაიზრდება კლუბების შემოსავალიც.
2017 წელს უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრების უქმეებზე გამართვა შეუძლებელია.
2021 წლიდან ჩატარდება უეფას მესამე ევროტურნირი, რომელშიც
96 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.