ოლე-გუნარ სოლსკიაერი: მთები იმისთვისაა შექმნილი, რათა დავიპყროთ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში საკუთარ მოედანზე პსჟ-სთან დამარცხების (0:2) მიუხედავად, "მანჩესტერის" მწვრთნელი ოლე-გუნარ სოლსკიაერი მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი.

"პსჟ-მ პირველი გოლის შემდეგ დაგვიჭირა და თამაშს აკონტროლებდა. შესამჩნევი იყო, რომ ასეთ დონეზე დიდი ხანია არ გვიასპარეზია. სწავლა მოგვიწევს. ისეთი გამოცდილება მივიღეთ, რომელმაც სხვადასხვანაირად შეიძლება იმოქმედოს. თუმცა, მთელი სეზონის განმსაზღვრელი არ იქნება.

ტრავმები წაგების მიზეზი არ ყოფილა. მაღალი დონის ფეხბურთელები გვყავს და ისინი შევიდნენ შეცვლაზე. იმედი ვიქონიოთ, რომ ლინგარდის და მარსიალის ტრავმები სერიოზული არაა. კუნთის ტრავმებია. ორი დღის მოცდაა საჭირო.

პოგბა კორპუსის ჩადგმას
ცდილობდა და ალვესი საკმაოდ ჭკვიანია, ფეხი წინ შეწია. პოლს არ გაუმართლა.

მთები იმისთვიასაა შექმნილი, რათა დავიპყროთ. არ შეიძლება დანებება და იმის თქმა, რომ ყველაფერი დასრულებულია. პარიზში ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ. უკეთესად ვითამაშებთ. დღევანდელი შეხვედრა გამძლეობაზე გამოცდაა", - განუცხადა სოლსკიაერმა BT Sport-ს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული