ჩემპიონთა ლიგაზე "აიაქსთან" ნამატჩევს კომენტარი "რეალის" მწვრთნელმა სანტიაგო სოლარიმ გააკეთა.
"აიაქსმა" ამ შეხვედრისვის ძალები დაზოგა, დღეს მთელი ენერგია გადმოაფრქვია, ოფლი გვადინა და მთელს მოედანზე შეგვზღუდა.
გამახარა ასენსიომ. ძალიან კარგად ჩაერთო თამაშში, ყოჩაღად მოქმედებდა და მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. თავისი პროგრესი დაამტკიცა.
მეტოქემ საჯარიმოს მოგვაჯაჭვა, თავისი აგრესიულობით კუთხეში მიგვიმწყვდია, ხშირად ჯარიმის ზღვარზე. თუმცა, ჩვენ ვიცოდით, როგორ მოვქცეულიყავით, მოვითმინეთ და საჭირო მომენტში გოლი გავიტანეთ.
მეტოქემ საჯარიმოს მოგვაჯაჭვა, თავისი აგრესიულობით კუთხეში მიგვიმწყვდია, ხშირად ჯარიმის ზღვარზე. თუმცა, ჩვენ ვიცოდით, როგორ მოვქცეულიყავით, მოვითმინეთ და საჭირო მომენტში გოლი გავიტანეთ.
მომენტის სანახავად მწვრთნელებს მონიტორები არა აქვთ. ჩვენ გვჯერა VAR-ისა და მსაჯების.
ყველა ფეხბურთელის ასპარეზობით კმაყოფილი ვარ, ყველა ბოლომდე უნდა
დახარჯულიყო და ასეც მოხდა".