ოლე გუნარ სოლსკიაერი: გაწეული ხელით მცველმა სხეულის მოცულობა გაზარდა - ასე რომ, პენალტი იყო

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალურ შეხვედრაში პსჟ-ს ძლევის (3:1) შემდეგ "მანჩესტერის" მენეჯერი ოლე-გუნარ სოლსკიაერი სიხარულს ვერ მალავდა.

"ეს ფანტასტიკაა. ჩვენ ამის გვჯეროდა. თამაში კარგად დავიწყეთ, სწრაფი გოლის გატანას ვიმედოვნებდით, მაგრამ არ გვეგონა, თუ ამას ასე მალე შევძლებდით. ამან თამაში გახსნა.

21 წლის რეშფორდმა გადამწყვეტი პენალტი გაიტანა. ის არ ნერვიულობდა, უშიშარია. დღეს ის და ლუკაკუ განუმეორებელნი იყვნენ.

ეს ჩემპიონთა ლიგაა. მატჩის წინ "რეალისა" და "აიაქსის" გუშინდელ თამაშზე ვსაუბრობდით. ალბათ, პსჟ-შიც საუბრობდნენ ამაზე.

იყო თუ არა თერთმეტმეტრიანი? გაწეული ხელით მცველმა სხეულის მოცულობა გაზარდა.
ასე რომ, პენალტი იყო".

მკითხველის კომენტარები / 7 /
უდიდესი გუნდი სერ ალეკსი კი უდიდესი მცრვტნელი ემიუ ცინ დიდებისკენ
LEKSO KUTAISI
14:37 09-03-2019
0
ყველაფრის მთქმელი ფოტოა :** ლეგენდები
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული