პსჟ-ის ფეხბურთელი "იუნაიტედთან" მარცხის შემდეგ: ახლა საკუთარი ნეხვის ჭამის დროა

AutoSharing Option
პსჟ-ის მცველი მარკინიოსი ემოციურად გამოეხმაურა "მანჩესტერ იუნაიტედთან" განცდილი მარცხის შემდეგ საკუთარი გუნდის ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალიდან გავარდნას.

"დაუშვებელია ასეთ დონეზე თამაშის დაწყება. პსჟ-მა გოლი მეორე წუთზევე გაუშვა. ეს რთული მომენტია. ყველაფერი ისევ დეტალებმა გადაწყვიტა.

როგორც ჩვენთან, ბრაზილიაში ამბობენ, ახლა საკუთარი ნეხვის ჭამის დროა - ნაკლები ლაპარაკი და მეტი მუშაობა", - განაცხადა ბრაზილიელმა.

შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში ინგლისში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ (0:2) პსჟ საკუთარ მოედანზე ანგარიშით 1:3 დამარცხდა და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს გამოეთიშა.

altოლე გუნარ სოლსკიაერი: გაწეული ხელით მცველმა სხეულის

მოცულობა გაზარდა - ასე რომ, პენალტი იყო

altნეიმარი: ეს სამარცხვინოა, ვიდეოგამეორებაზე ფეხბურთის 4 არმცოდნე დააყენეს

altჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. "მანჩესტერმა" საოცრება მოახდინა - პარიზში პსჟ დაამხო! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
საკუთარი და ცოტა ლუკაკუსიც მიაყოლეთ არომატისთვისს... ხა ხა ხა
mmmm
14:38 07-03-2019
0
სიმართლეს ამბობ. კიდევ კარგი სხვას არ აბრალებს და აღიარებს შეცდომებს. აბა, ნეიმარი ეგრევე გადაბრალებაზე გადავიდა, 100%-იან პენალტზე თქვა არ იყოო. ეგ მსახიობი, მოედანზე ნახევარჯერ სიმულაციით და მანჭვა-გრეხვით რომ არის დაკავებული, მსაჯზე რა უნდა თქვას.
ლუკა
13:51 07-03-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული